in

პორტუგალიური ტრადიციებით შთაგონებული ბრენდინგი

ხმელთაშუა ზღვის ფლორა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ადგილობრივი თემებისთვის მშვენიერებასთან ერთად, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტიცაა. სწორედ ეს იქცა ზეითუნის ზეთისა და კონიაკის ბრენდ D’Eyras-ის ფილოსოფიად — ეტიკეტისთვის შექმნეს ზეთისხილის და ხემარწყვას ილუსტრაციები, რომლებიც ძველი აფთიაქის მსგავს ბოთლებს მოარგეს.

BOG
BOG

ხემარწყვა ველური მცენარეა, რომელიც კარგად ადაპტირდება რეგიონის პირობებთან. მათ შორის ტყის ხანძრებთან. მისი ნაყოფისგან მიღებული კონიაკი კი ცნობილი ტრადიციული სასმელია. ამიტომაც ბრენდმა ამ სასმლის კიდევ ერთ ტრადიციულ პროდუქტთან სინთეზი გადაწყვიტა, როგორიცაა ზეითუნის ზეთი. ბრენდინგის თვალსაზრისით კი, სიმბოლურად დააკავშირეს ძველი აფთიაქის ბოთლებთან, როგორც სასარგებლო, ხანგრძლივი წარსულისა და გამძლეობის მქონე წარმოება.

საგულისხმოა, რომ D’Eyras-ის წარმომადგენლების წინაპრებმა ჯერ კიდევ 1780 წელს დაიწყეს ამ ორი პროდუქტის წარმოება. ისინი დღემდე ოჯახის რეცეპტს ეყრდნობიან, თუმცა ბრენდის კონცეფცია და ქარხნები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, თანამედროვეობას ერგებოდა.

„არტიო“ – კედლის ხელოვნება თქვენი სივრცისთვის

Setanta Sports-ის ანტიპირატული კამპანია – არ გაუტეხო მერაბს!