რა როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში? როგორ აადვილებს ხელოვნური ინტელექტი დეზინფორმაციის იდენტიფიცირებას და მასზე რეაგირებას? როგორია ამ ტექნოლოგიების გამოყენების საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკა და როგორ ნერგავს ამ მიდგომებს საქართველო — ეს და სხვა საკითხები Zinc Network-ისა და Start Up Grind-ის ერთობლივი ღონისძიებების ციკლში ტექ. კომპანიებმა და დეზინფორმაციის მკვლევრებმა განიხილეს.
Startup Grind თბილისი დირექტორის გიორგი ტუხაშვილის განმარტებით, მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ერთმანეთთან დაახლოვდეს ტექ. საზოგადოება და ის ჯგუფები, რომლებიც დეზინფორმაციაზე მუშაობენ.
„რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა გამოწვევაა დეზინფორმაცია. თუმცა დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში ტექ. საზოგადოება და ის ჯგუფები, რომლებიც დეზინფორმაციის გადამოწმებაზე მუშაობენ, ერთმანეთისგანვე გამიჯნულნი არიან. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, დავაახლოოთ ეს ჯგუფები, რათა მეტად პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული გადაწყვეტები შევიმუშაოთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის,“ — განამარტავს გიორგი ტუხაშვილი.
ამგვარი თანამშრომლობის წარმატების დასტურია, ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც Zinc Network-ისა და Startup Grind-ის ერთობლივი, პირველი ინოვაციების კონკურსის ფარგლებში შეიქმნა. კერძოდ, wavetech.al-ის აუდიო-ვიზუალური მასალების ტექსტში გადასაყვანი პროგრამა; Pulsar.AI-ის პლატფორმა, რომელიც აგროვებს და ასახავს სანდო, საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს საქართველოსა და რუსეთის ღია ბაზებიდან. ხელსაწყოთი შესაძლებელია რეალურ დროში იქნეს აღმოჩენილი ურთიერთკავშირი სხვადასხვა პირების შორის. ასევე, სისტემა დაინტერესებულ მხარეს ავტომატურად ატყობინებს საჯარო ბაზებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. და MettaMine-ის ღია წყაროებზე დაფუძნებული ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა, გაანალიზდეს ონლაინ ინფორმაციის გავრცელების ტენდენციები და ონლაინ მედიაში მომხმარებლების ქცევა.
Zinc Network-ის პროექტის მენეჯერის, უილ დანბარის, განმარტებით, საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა USAID-ის დამხმარებით, კვალავ განაგრძოს მუშაობას ტექ. და სამოქალაქო ჯგუფების ერთმანეთად დასაკავშირებლად.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთიანი მიდგომა და მაქსიმალურად ბევრი დაინტერესებული მხარე ჩავრთოთ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ჩვენი მუშაობით ჯგუფებს, რომლებიც დეზინფორმაციას აწარმოებენ, უნდა მიადგეთ ფინანსური, რეპუტაციული და სამართლებრივი ზიანი. ამავდროულად, უნდა შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომელთა საშუალებითაც უფრო მარტივად აღმოვაჩენთ და გადავამოწმებთ დეზინფორმაცია,“ — განაცხადა დანბარმა.
ამავე ღონისძიებების ციკლზე უკვე დაანონსდა ახალი ინოვაციების კონკურსი, რომლის საპრიზო ფონდი 42,000 აშშ დოლარია.
[პარტნიორის კონტენტი]