in

ნახეთ, როგორ იქმნებოდა ანიმაცია ფილმისთვის „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“

თუკი ქართული მხატვრული ფილმი „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ ერთხელ მაინც გინახავთ, აუცილებლად გემახსოვრებათ ფოსტალიონი გიორგი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა იცის. ფილმი კინოეკრანზე 1959 წელს გამოჩნდა და ქართულ კინემატოგრაფიას დიდი ხნით დაამახსოვრა თავი. ახლა კი, ახალი წლისთვის, სააგენტო Redberry-მ, Postred-თან და „ჯიბის სტუდიასთან“ ერთად, „საქართველოს ფოსტისთვის“ საახალწლო კამპანიისთვის ფილმის „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ ანიმაციური ვერსია „დღე პირველი“ შექმნა.

ანიმაციაზე მუშაობის პროცესზე Redberry და „ჯიბის სტუდია“ გვესაუბრა:

Tokareshka, Redberry-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ ქართული კინოს კლასიკაა, ძალიან კარგ, თბილ იდეაზე აწყობილი ფილმი, რომელიც ღრმა ბავშობიდან დაილექა გონებაში და გახდა ინსპირაციის მთავარი წყარო. გადავწყვიტეთ ანიმაციური „რიმეიქი“ გაგვეკეთებინა. შევქმენით ზღაპრული თბილისი და უკვე ნაცნობი ისტორია ახლებურად წარმოვიდგინეთ, სათქმელიც ოდნავ შევცვალეთ და მივიღეთ დამეგობრების ახალი ამბავი გიორგისა და ნუკიზე.

„ჯიბის სტუდიამ“ ამ პროექტში უზარმაზარი სიყვარული ჩადო და ძალიან მცირე დროში, სრულყოფილად გააცოცხლა ეს ისტორია – ისტორია ნუკიზე, რომელსაც პირველი დღე აქვს ფოსტის კურიერის როლში, აქტიური და ენერგიული გოგონაა, ცოტა მორცხვია და საუბარს ერიდება. თუმცა ეს ხელს არ შეუშლის რომ ჩააბაროს გიორგის გამოცდა. გიორგი პლანშეტით შეიარაღებული თანამედროვე ბაბუა, ძალიან თბილი და მოგობრულია, ეტყობა რომ მართლა ყველა ქუჩა და ყველა ქუჩის კარი იცის თბილისში, ბოლოში ცოტა უცნაურადაც ხუმრობს 216 წლის ვარო, ზუსტად იმდენის რამდენისაც არის საქართველოს ფოსტა… „სიყვარულით, 1805 წლიდან“ საქართველოს ფოსტის საახალწლო გზავნილია და მიზნად მხოლოდ და მხოლოდ გულების დათბობას ისახავს“.

ანა ჩუბინიძე, „ჯიბის სტუდია“: „ძალიან გამიხარდა, როდესაც თოკამ ეს იდეა და სცენარი გამიზიარა. განსაკუთრებით მომეწონა ყველასთვის საყვარელი ფილმის “დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ ანიმაციურ ფილმად გადაქცევის იდეა. ყველა დეტალი მომხიბვლელი იყო ჩემთვის: თბილისური გარემო, პერსონაჟები, ფილმის შთაგონება, ფოსტის თემატიკა, მუსიკა, განწყობა, ხასიათი და ა.შ. კარგად გავიაზრეთ რომ უზომოდ საპასუხისმგებლო პროექტს ვკიდებდით ხელს, მაგრამ ეს დიდი მომავლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნებოდა. გადავწყვიტეთ ფილმი „სთოფმოუშენი“ – თოჯინური ანიმაციის ტექნიკით შეგვექმნა, ეს იმას გულისხმობს, რომ ყველაფერი რასაც ფილმში ვხედავთ, ფიზიკურად ხელით არის დამზადებული და შემდეგ კამერის წინ ნელ-ნელა გამოძრავებული. თითო წამის მისაღებად, 24 ფოტოს გადაღებაა საჭირო. ასეთი ტიპის ანიმაცია ძალიან იშვიათად იქმნება საქართველოში.

„ჯიბის სტუდიისთვის“ ეს პირველი მასშტაბური პროექტი იყო, რომელიც მთლიანად საქართველოში შეიქმნა. გამოვაცხადეთ ვაკანსია და უამრავი ნიჭიერი ხელოვანი აღმოვაჩინეთ. სულ 14-ნი ვიყავით და 2 თვის განმავლობაში, ვქმნიდით ქალაქის მაკეტებს, ნივთებს, პერსონაჟების თოჯინებსა და დეტალებს. პარალელურად, მიმდინარეობდა კადრების გადაღებაც, რაც უზომოდ საინტერესო და სახალისო იყო. რა თქმა უნდა, პროცესში რედბერის, Postred-ისა და საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული, ვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ პროექტისთვის!“

 

დამკვეთი: საქართველოს ფოსტა
სააგენტო: Redberry • რედბერი
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: Tokareshka, რეზო შელია
არტ დირექტორი: ანა ჩუბინიძე
პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ ხოფერია, ნინი პაპაშვილი
კლიენტთან ურთიერტობის ხელმძღვანელი: ნინი პაპაშვილი
სცენარი: Tokareshka
დიზაინ დირექტორი: მარი გვახარია
3D დიზაინერი: ნიკა მინაშვილი
კრეატიული გუნდი: ხატია კოპლატაძე, კესო ობოლაძე, არჩილ ორაგველიძე
სტრატეგი: გიორგი კარანაძე
პოსტ-ფროდაქშენის ხელმძღვანელი: გიორგი ახვლედიანი
მედია განთავსება: ნანო ამბარდნიშვილი
Stop Motion ანიმაცია: Pocket Studio – ჯიბის სტუდია
რეჟისორი: ანა ჩუბინიძე
დამდგმელი მხატვარი: ანა ჩუბინიძე
პერსონაჟების 2D დიზაინი: ელენე ჭიჭაშვილი
დეკორაციები და თოჯინები:
ანა ჩუბინიძე
ელენე ჭიჭაშვილი
ნიტა ტაბატაძე
გიორგი ხოჯავა
გიორგი ჩეკურიშვილი
 
ხათო ჩეკურიშვილი
ტასო კვანჭახაძე
ოთი ავალიანი
მარიამ კირვალიძე
ნატა მენაბდე
გიორგი ჟორჟოლიანი
ელენე გობეჯიშვილი
ხატია იათაშვილი
კომიქსი: ელენე ჭიჭაშვილი
განათება: მამუკა ტყეშელაშვილი
ანიმატორი: მამუკა ტყეშელაშვილი
მთავარი ოპერატორი: გიორგი ჩეკურიშვილი
მონტაჟი: გიორგი ჩეკურიშვილი
გრაფიკოსი: დათო ჩეკურიშვილი
ფერთა კორექცია: დათო ჩეკურიშვილი
3D არტისტები:
3D რიგერი: ტიაო გორგოძე
3D მოდელირება: სანდრო ქუთათელაძე
3D ანიმატორი: ლაშა კევლიშვილი
3D ჯენერალისტი: გოჩა ეგუტიძე
კომიქსის ანიმაცია: რეზო ბოკერია
ხმის დიზაინი, მუსიკა: POSTRED
ხმის მსახიობები:
გიორგი: სლავა ნათენაძე
ნუკი: თინა ბაბაკიშვილი
კოტე: ლაშა მურჯიკნელი
ბებია: დოდო დარახველიძე
ბიჭუნა: ოთო კაციტაძე
განსაკუთრებული მადლობა: ქეთი დოლიძეს, გიორგი გვაზავას და „შენი სახლი ჯიქიაზე“

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ისტორიაში პირველად — ამენჰოტეპ I-ის მუმია ციფრულად “გახსნეს”

ჩინური ხელოვნური ინტელექტი ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენებას შეძლებს