Samsung-მა საახალწლო ვიდეორგოლში, ახალი ტექნოლიგიებისა და თანამედროვე სმარტფონების ნაცვლად, გაცილებით მნიშვნელოვან ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება. თითქმის ორწუთიან ვიდეორგოლში, Samsung–ის ტექნიკა ყველაზე უმნიშვნელო როლს ასრულებს. მთავარი ყურადღება პატარა ლამაზი გოგონასა და ცისფერი ბუშტის მეგობრობის ისტორიაზეა გამახვილებული, რომელიც რაღაცით Macy’s–ს ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეორგოლს ჰგავს. ასეა თუ ისე, ამბავი ნამდვილად გულისამაჩუყებელი და თბილია.
Samsung–მა ახალი ვიდეორგოლით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად განვითარებულია სამყარო და ტექნოლოგია, ისეთ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, როგორიც ახალი წელია, ყველაზე მთავარი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნაა. ეს სწორედ ის შეგრძნებები და ემოციებია, რომლებსაც ვერანაირი ტექნიკა ჩაანაცვლებს და ამას თავად მწარმოებელი ბრენდი ხმამაღლა აცხადებს.












