საერთაშორისო ორგანიზაცია “Save The Children”-მა პროვოკაციული სარეკლამო კამპანია წამოიწყო.
ვიდეოს “დღეში 10 წუთს შეუძლია თქვენი შვილის მთლიანი ცხოვრება შეცვალოს!” დაარქვეს და მისი მთავარი გმირი პატარა ბიჭია, რომელიც მამას წიგნის წაკითხვას თხოვს, მაგრამ მამა უარით ისტუმრებს. როდესაც ბიჭი იზრდება მას უჭირს კითხვა, რის გამოც ყველა დასცინის. მისი უსწავლელობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მშობლებს მისთვის ზედმეტი 10 წუთი არ ქონდათ.
რა თქმა უნდა შეიძლება გაიფიქროთ, რომ ვიდეოში შედეგი გამუქებულია და გამძაფრებული, მაგრამ ვიდეოს მთავარი იდეაა ის, რომ ადამიანი ბავშვობიდან იღებს განათლებას და ბავშვობიდან უნდა განვითარდეს.
ასე რომ დაუთმეთ 2 წუთი ამ ვიდეოს და 10 წუთით მაინც წაუკითხეთ შვილს წიგნი.
http://youtu.be/Orb6xXPPBKo