„ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ჩვენი ფერმერის“ რებრენდინგის ფარგლებში, შეიქმნა სრულიად ახალი ბრენდი „დღის პროდუქტები“, რომელზეც სააგენტო Windfor’s-მა, ბრენდის საკომუნიკაციო გეგმასთან ერთად იმუშავა. ბრენდის სახელის იდეა წარმოიშვა რძის პროდუქტების ყოველდღიურად მოხმარების ჩვევიდან გამომდინარე, შეფუთვა და დიზაინი კი პროდუქტისთვის არასტანდარტული ვიზუალის შესაბამისად განახლდა. მარკეტერი რებრენდინგის დეტალებზე ესაუბრა პროექტის ექაუნთ მენეჯერ ინგა სვანიძეს:
M: რა იყო თქვენი მარკეტინგული ამოცანა და რა გადაწყვეტა მოუძებნეთ?
თავდაპირველი ამოცანა იყო არსებული ბრენდის „ჩვენი ფერმერის“ ვიზუალური სტილის შეცვლა-განახლება, თუმცა რადგან ამ ბრენდს არ ჰყავდა ბევრი გულშემატკივარი, გადავწყვიტეთ, სრულიად ახალი, თანამედროვე ბრენდის შექმნა, რომელიც აუცილებლად მიიპყრობდა დახლზე მომხმარებლის ყურადღებას და შორს იქნებოდა რძის პროდუქტების სტანდარტული ვიზუალური გადაწყვეტისგან: სოფელი, ძროხა, ფერმერი და ა.შ. M: შეფუთვაზე დატანილ ისტორიებს რა კონცეფცია აქვს და რის მიხედვით შეარჩიეთ?
ჩვენი გუნდი შეეცადა, მოეფიქრებინა ისეთი საინტერესო ისტორიები, რომელიც კავშირში იქნებოდა შესაბამის პროდუქტთან და ამავდროულად, გამოვიდოდა სახალისო ფანტაზიებისა და ფაქტების ნაზავი. სხვათაშორის, ფიქრის პროცესში, წარმოიშვა არასტანდარტული ფლაერის იდეაც, რომელიც გაზეთის შექმნაში გადაიზარდა. დღის გაზეთში თავმოყრილია სტატიები, რეცეპტები, რებუსი, კროსვორდი და ასევე, დღის სასარგებლო რჩევები.M: შეფუთვაზე ლოგოს ფერთა გრადაციას რა დატვირთვა აქვს?
რაც შეეხება ლოგოს, „დღის პროდუქტების“ ძირითადი ფერი არის მწვანე, თუმცა შეფუთვებისათვის ჩვენ გამოვიყენეთ სხვა ფერებიც. თითოეული პროდუქტი არის წარმოდგენილი სხვადასხვა ფერით, მათი გრადაცია კი აღნიშნავს პროდუქტის ცხიმიანობას.
Creative Chairman: Vato Kavtaradze
Creative Director: Bibi Asatiani
Executive Creative Directors: Nino Gordeladze, Beqa Meparishvili
Copywriters: Iko Sakvarelidze, Tsotne Mazmanishvili, Constantine Makharadze
Art Director: Matassi Sulakauri, Mari Sukhishvili
Account Team: Inga Svanidze, Tamar Tsintsadze
Designers: Ruslan Beridze, Zakharia Metreveli, Natia Kvaratskhelia
Chief Strategist: Lado Malazonia
Research Analyst: Giorgi Sabadze
Newspaper Editors:
Matassi Sulakauri, Eka Zaitseva, Iko Sakvarelidze, Constantine Makharadze, Natali Burduli
Newspaper Designer: Natia Kvaratskhelia
Corrector: Lela Ochiauri