in ,

დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ოცი წუთი !

რომელია დღის ყველაზე მნივნელოვანი ოცი წუთი? – ის ოცი წუთი, რომელსაც დღის დაგეგმისთვის ხარჯავ.

ოცი წუთი, რომელსაც დღეს შენ დახარჯავ, დაგაზოგინებს ხვალინდელი დღის რამდენიმე საათს და გადააქცევს კარგ დღეს კიდევ უფრო  კარგად.

20 minutesყველამ იცის, რომ ანტრეპრენიორებისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა. ასე რომ, შეწყვიტე მისი ტყუილუბრალოდ ხარჯვა. ამბობენ, დღეში მეტი საათი რომ იყოს, ადამიანი ყველაფერს მოასწრებდაო. იმ ერთ საათზე რას იტყვი სერიალის ყურებაში რომ დახარჯე? ან იმ დროზე გამყიდველთან საუბარში რომ დაიკარგა?! თანაც ისეთი რამის ყიდვაზე, რომელიც იცი რომ არ გჭირდება და არც იყიდი. გქონია ასეთი შემთხვევა?! რა თქმა უნდა !

აუცილებელია ანტრეპრენიორები მოუფრთხილდნენ თავიანთ დროს ისე, როგორც ღამის გუშაგები იცავენ კედელს სერიალში „Game of Thrones“. ეს ნიშნავს, უარი თქვა საინტერესო შესაძლებლობეზე. ეს ნიშნავს, უარი თქვა ერთთან შეხვედრაზე, რადგან მეორესთან შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა. ეს ნიშნავს, უარი თქვა ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ეს ნიშნავს, იმის გააზრებას, რომ დღევანდელი უარი საშუალებას გაძლევს ხვალ დათანხმდე იმას, რაც უფრო მნიშვნელოვანია.

ჩემი დღიური გეგმა

გეგმის შედგენის პროცესი მარტივია:

  1. დაწერე რვა მიზანი მთელი დღისთვის. თუ ამჩნევ, რომ ამ რვა მიზანს დღის ბოლომდე ვერ აღწევ, ესეიგი არასწორი გეგმა შეგიდგენია;
  2. ექვსი გეგმა პროფესიული  უნდა იყოს , ხოლო ორი – პირადი. პირადში შედის სირბილი, პაემანი და მრავალი სხვა;
  3. შემდეგ დილას შეამოწმე და შეაფასე როგორ შეასრულე შენი გეგმა და შეადგინე ახალი გეგმა, ახალი დღისთვის;
  4. შაბათობით შეცვალე „რაციონი“და დასახე ექვსი პირადი და ორ პროფესიულ გეგმა. მაგალითად გადასახადების გადახდა. ეს უქმეებისთვის უკეთესი განწყობის შექმნასა და დაძაბული სამუშაო კვირის შემდეგ განტვირთვაში დაგეხმარება.

კვირა დღე არ დაგეგმო. ეს დღე დასასვენებლად გამოიყენე.

ყოველ დღე ოცი წუთის გამოყოფა გეგმების შესადგენად, ძალიან სასარგებლო იქნება სამსახურისთვის, პირადი ცხოვრებისთვის, ჯანმრთელობისთვის და ზოგადად – კარგად ყოფნისთვის. „რვა ყოველი დღისთვის“ ერთგვარი სავარჯიშოა, თუმცა, დღის დასაგეგმად სხვა ბევრი ტაქტიკაც არსებობს.

ტიმ ფერისი გვირჩევს, რომ ავირჩიოთ სამიდან ხუთამდე დავალება, ამოვარჩიოთ მათგან უმნიშვნელოვანესი და მათი შესრულებით დავიწყოთ გეგმის განხორციელება. ჯინა ტრაპანი კი არჩევს თავისთვის უმნიშვნელოვანეს მიზანს, რომელიც დღის ბოლომდე უნდა მიაღწიოს. შექმენი ან აირჩიე სისტემა, რომელიც კარგად იმუშავებს შენთვის.

მნიშვნელოვანი ის კი არ არის როდის დაგეგმავ დღეს, არამედ ის, თუ როგორ შეასრულებ ამ გეგმას. საინტერესოა დილიდან იმის წარმოდგენა, თუ როგორ განვითარდება დღე და რისი გაკეთებას შეძლებ იმისთვის, რომ ის მაქსიმალურად წარმატებული იყოს. ზოგს მომდევნო დღის გეგმის შესრულება საღამოს ურჩევნია.

აირჩიე დღის ნებისმერი ოცი წუთი. მთავარია, რამდენად პროდუქტიული იქნება ეს დრო შენთვის.



კოკა-კოლას საახალწლო კამპანია თბილისის ქუჩებში

GUDS App – საქართველოს ერთიანი განვითარების სამსახურის ახალი პროდუქტი