in

დღის რომელ პერიოდშია ვარჯიში სასურველი?

ხშირად, ჩვენი დატვირთული გრაფიკის გამო, ძნელია ვარჯიშისთვის დრო გამოვყოთ. კარიერის, სოციალურ ცხოვრებასა და განტვირთვის პერიოდს შორის ფიზიკური აქტივობისთვის დროის გამოყოფა მართლაც ერთი დიდი გამოწვევაა. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

ვარჯიშის გრაფიკი კომპლექსურია და ადამიანები მას ხშირად მხოლოდ მაშინ ახერხებენ, როცა უბრალოდ თავისუფალი დრო აქვთ. თუმცა, მოდით მაინც გავარკვიოთ: რომელია დღის საუკეთესო პერიოდი ვარჯიშისთვის?

დილით ვარჯიში

ლოგიკურად, დილით ვარჯიშს ბევრი დადებითი მხარე აქვს. უპირველეს ყოვლისა, თქვენ ასრულებთ ვარჯიშს დღის დაწყებამდე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ დაიწყებთ თქვენს დღეს ენდორფინებით – რა კარგი შეგრძნებაა იმის ცოდნა, რომ თქვენ მიაღწიეთ რაღაცას დილის 9 საათამდე, რასაც ზოგი ადამიანი არ ასრულებს მთელი დღის განმავლობაში. ეს არის ეგოს ერთგვარი გაძლიერებაა.

გარდა ამისა, თქვენ არ გჭირდებათ ფიქრი გვიან, დღის მეორე ნახევარში ან საღამოს ვარჯიშზე. ეს შეიძლება იყოს შვება – დაიტოვოთ დრო სადილის მომზადებისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის და უბრალოდ დასვენებისთვის.

საღამოს თქვენი ფიტნეს რეჟიმის განახლებამ შეიძლება თქვენს ძილის საფრთხე შეუქმნას. ვარჯიში ზრდის გულისცემას და სხეულის ტემპერატურას. ეს ნიშნავს, რომ გვიან ღამით ოფლის გამოყოფამ შეიძლება შეაფერხოს თვალის დახუჭვის უნარი. საიმედო წყაროს კვლევებმა აჩვენა, რომ დილის 7 საათზე ვარჯიშით შესაძლოა ადამიანებს ღამით უფრო ხარისხიანი ძილი ჰქონდეთ.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც დილით ვარჯიშის ეფექტურობას ემყარება, არის ის, რომ ცარიელ კუჭზე ვარჯიშს შეუძლია მეტი ცხიმის დაწვა. ეს ბევრად უფრო მიღწევადია დილით, საუზმის წინ, ვიდრე მთელი დღის შემდეგ.

შუადღით ან ღამით ვარჯიში

მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ჩანს, რომ დილა იდეალური დროა ვარჯიშისათვის, დღის მეორე ნახევარში ვარჯიშს აქვს თავისი დადასტურებული უპირატესობები.

ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ დღის განმავლობაში თქვენი სხეულის ტემპერატურა იზრდება, შედეგად, უმჯობესდება კუნთების მუშაობა და ძალა, ასევე იზრდება ფერმენტულ აქტივობას და დატვირთვის უნარი.

შუადღის 2 საათსა და საღამოს 6 საათს შორის თქვენი სხეულის ტემპერატურა ყველაზე მაღალია. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ ვარჯიშობთ იმ დროის განმავლობაში, როდესაც თქვენი სხეული მზად არის ამისთვის, რაც პოტენციურად დღის ამ პერიოდს ყველაზე ეფექტურს ხდის ვარჯიშისათვის.

გარდა ამისა, ჟანგბადის შეთვისების კინეტიკა უფრო სწრაფია საღამოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ იყენებთ თქვენს რესურსებს უფრო ნელა და ეფექტურად, ვიდრე დილით. დილით ვარჯიშს ასევე შეიძლება დასჭირდეს დამატებით გათბობა თქვენს რუტინაში, რამაც შეიძლება ვარჯიშის ფოკუსი გაფანტოს.

დღის მეორე ნახევარში თქვენი რეაქციის დრო ყველაზე სწრაფია, რაც მნიშვნელოვანია ისეთი ვარჯიშებისთვის, როგორიცაა მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში (HIIT), ან სარბენ ბილიკზე ვარჯიშის სიჩქარე. გვიან შუადღით ასევე არის დრო, როდესაც თქვენი გულისცემა და არტერიული წნევა ყველაზე დაბალია, რაც ამცირებს დაზიანების შანსს ვარჯიშისას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ ჰენკა, გემრიელი კომბუჩა.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

Spotify-ს ახალი ფუნქცია პერსონალურ მუსიკალურ რეკომენდაციებს გაძლევთ!

რას მოიცავს ჰაიდელბერგცემენტის კონკურსი Quarry Life Award და როგორ მივიღოთ მონაწილეობა?