in

შესაძლოა, დღის სინათლე ჩვენს ტვინში ცვლილებებს იწვევდეს — კვლევა

სეზონურ ცვლილებებს დღის სინათლის ცვალებადობასთან ერთად მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენზე — მაგალითად, სეზონური აფექტური აშლილობა (SAD). ახლა კი მეცნიერებმა ამ ეფექტებზე დაკვირვება ტვინის ნეირონების დონემდე შეძლეს. 

M2
M2

თაგვებზე ჩატარებულ ახალ კვლევაში ნეირონები სუპრაქიაზმურ ბირთვში (SCN), ანუ ტვინის 24-საათიანი დროის მაკონტროლებელი ჰიპოთალამუსის შიგნით, გამოიკვლიეს. ძირითადი ნეიროტრანსმიტერების შერევა და გამოხატვა კი სინათლის ოდენობის საპასუხოდ იცვლებოდა. 

უკვე ისიც ვიცით, რომ SCN-ში ცვლილებებს შეიძლება გავლენა ჰქონდეს პარავენტრიკულური ბირთვის (PVN) მუშაობაზე, ჰიპოთალამუსის შიგნით არსებულ ტვინის რეგიონზე, რომელიც პასუხისმგებელია სტრესის მართვაზე, მეტაბოლიზმზე, იმუნურ სისტემაზე, ბიოლოგიურ ზრდასა და სხვა საკითხებზე.

ახლა კი მკვლევრებმა მოლეკულური კავშირი დღის სინათლესა და ჩვენს ქცევას შორის იპოვეს — თაგვებსა და ადამიანებში SCN ტვინის დროის აღრიცხვის მექანიზმის ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია ფიზიკურ, გონებრივ და ქცევით ცირკადულ რიტმებზე. SCN ბადურას სპეციალური სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედებით კონტროლდება, რომლებიც ინფორმაციას გადასცემენ ხელმისაწვდომი სინათლისა და ყოველი დღის ხანგრძლივობის შესახებ.

„ამ კვლევაში ყველაზე შთამბეჭდავი ახალი აღმოჩენა არის ის, რომ ჩვენ ვიპოვეთ, როგორ უნდა შევძლოთ კონკრეტული SCN ნეირონების მანიპულირება და მივიღოთ ჰიპოთალამუს PVN ქსელში დოფამინი, — ამბობს დევიდ დალჩი, ნეირომეცნიერი. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვუახლოვდებით რეალობას, სადაც დღის შუქზე ჩვენი რეაქციის მართვას შევძლებთ. თუმცა ფაქტი, რომლის მიხედვითაც თაგვებისა და ადამიანების ტვინი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ადამიანის ნეირონებიც ანალოგიური გზებით მოქმედებს… გამოდის, მეტი სიცხადისთვის ჯერ კიდევ მრავალი კვლევა უნდა ჩატარდეს.

მუსიკალური დირექტორი – ახალი პოზიცია საკომუნიკაციო სფეროში

Zoom ახალ ლოგოსა და პროდუქტების რებრენდინგს წარმოგვიდგენს