in

DHL სტუდენტებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია DHL, განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის 1-ლი აპრილიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, საერთაშორისო ექსპრეს გადაზიდვებზე სტუდენტებისთვის ფასდაკლებას აცხადებს.

ყოველი წლის გაზაფხულზე, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტებში აპლიკაციების, დიპლომებისა და ნაშრომების გასაგზავნად უამრავი სტუდენტი მიმართავს DHL-ს როგორც სანდო და სწრაფ გადამზიდავ კომპანიას. სწორედ ამიტომ, DHL-მა გადაწყვიტა,  ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც სტუდენტები ინტენსიურად იწყებენ დოკუმენტაციის გაგზავნას, შესთავაზოს 30%-იანი ფასდაკლება საერთაშორისო ექსპრეს გადაზიდვაზე და მისცეს მათ საშუალება, ხელსაყრელ ფასად ისარგებლონ სწრაფი და სანდო მომსახურებით. 

მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია, მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც DHL-ის 10 სერვის ცენტრიდან, ასევე უფასო საკურიერო მომსახურების გამოყენებით.

სერვისის მისაღებად საჭიროა სტუდენტმა წარადგინოს სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობა, ცნობა, ან მისი ასლი.

გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ კომპანია „ჯორჯიან ექსპრესი“, რომელიც გახლავთ DHL Express-ისა და DHL Global Forwarding-ის ოფიციალური აგენტი საქართველოში, კვლავ აგრძელებს სტუდენტების წამახალისებელი ფასდაკლების ტრადიციას. ჩვენი მიზანია, მიმდინარე წელს, კიდევ მეტმა სტუდენტმა მოინდომოს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გამოცდა მსოფლიოს წამყვან უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებში. მოხარულები ვართ, რომ განათლებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების რაოდენობა ყოველ წლიურად მზარდია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, პირველი აპრილიდან ველოდებით ყველა მსურველს. ჩვენის მხრივ, მათ ვთავაზობთ შეღავათიან ფასებს, სწრაფ და უსაფრთხო მომსახურებას, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით“, – აცხადებს DHL-ის კომერციული დირექტორი ხათუნა ლეჟავა.

[R]

Ecom – ჰაერის დეზინფექტატების სერია, ვირუსების წინააღმდეგ

წელს იაპონიაში საკურა ბოლო 1200 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავილდა