ხშირად ბრენდები ისეთ გზას პოულობენ, რომლის საშუალებით ათასობით და ასიათასობით თანხას ზოგავენ. DHL-მა სწორედ ასეთი მარტივი გზა მოძებნა, ბიუჯეტი დაზოგა და კონკურენტებსაც დასცინა.
“Trojan Mailing” ანუ DHL-ის ახალი პარტიზანული სარეკლამო კამპანია. კამპანია მხოლოდ ორი მარტივი კომპონენტისგან შედგება: ყუთებზე წარწერა “DHL უფრო სწრაფი” (DHL is faster) და კონკურენტი კომპანიების კურიერები.
DHl-მა ეშმაკურ ხერხს მიმართა, კონკურენტი კომპანიები, UPS და TNT ამ ყუთის მისატანად დაიქირავა. კომპანიებსაც მეტი გზა არ ჰქონდათ, შეკვეთა მისამართზე უნდა მიეტანათ.
შეაფასეთ…