in

საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე, სათამაშო ბურთებს DHL-ის დრონი მიიტანს

„გვიხარია, რომ სიახლეებსა და ინოვაციებს ვნერგავთ! იმედი გვაქვს, მაყურებელს მეტ კარგ ამბავს შევთავაზებთ“.

Sporti
Sporti

ინდოეთის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, DHL თანამშრომლობის მეექვსე წელს, ადგილობრივ საფეხბურთო ლიგასთან ერთად საინტერესო ინოვაციით აღნიშნავს: ინდოეთის ჩემპიონატის ყოველი ტურის მატჩების დაწყებამდე, სათამაშო ბურთებს DHL-ის დრონები გადაიტანს და სპეციალურ სადგამში მოათავსებს.

115 თამაში მსგავსი ინოვაციით დაიწყება, ასევე ტურის საუკეთესო მოთამაშეებს, განკუთვნილ პრიზებს მატჩის დაწყებამდე, იმავე დრონით გადასცემენ. ინდოეთის ლიგა ამ სეზონში 169 მილიონიან ნახვებს აანონსებს, შესაბამისად, აღნიშნული ინოვაციით ორივე მხარე ბედნიერი და ამაყია.

COVID-19-ის ლოქდაუნის შემდეგ, ინდოეთში პირველი სპორტული ღონისძიება, რომელიც სრულფასოვნად წარიმართება, ადგილობრივი საფეხბურთო ლიგა იქნება. გვიხარია, რომ სიახლეებსა და ინოვაციებს ვნერგავთ, იმედი გვაქვს, მაყურებელს მეტ კარგ ამბავს შევთავაზებთ. საინტერესო სეზონი გველოდება, მოხარულები ვართ, რომ ლიგის მთავარი პარტნიორები წელსაც ჩვენ ვიქნებით, – განაცხადა DHL India-ს მმართველმა დირექტორმა.

ISL – ანუ ინდოეთის სუპერლიგა, ასე ეწოდება ადგილობრივ საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ღონისძიებაა. პანდემიის ფონზე, როდესაც სტადიონებზე მაყურებელთა დასწრება დროებით აიკრძალა, ტელევიზიითა და სხვა ციფრულ არხებზე ჩემპიონატის ყურებადობამ 68%-ით მოიმატა.


Lukasoprom – ქართველი მუსიკალური პროდიუსერი, რომელსაც ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მსმენელი ჰყავს

DIOR ციფრულ ნარცისიზმს ვერსალის სარკეებიანი დარბაზიდან, ზღაპრის გმირების მეშვეობით ააშკარავებს