in

სამი დამფუძნებლის გვარის აბრევიატურა, რომელსაც დიდი ხანია მარტივად ცნობთ

DHL – ამ სახელს, უამრავი ადამიანი იცნობს. ბრენდს, დღესდღეობით, 220 ქვეყნის მოსახლეობა იყენებს, მთელი მსოფლიოს გარშემო და ლოგისტიკის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად ითვლება. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ DHL-ზე გიამბობთ.

მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში, კომპანია მკვეთრად გაიზარდა და დამფუძნებლები მას უშუალოდ აღარ ხელმძღვანელობენ, DHL-მა შეინარჩუნა თავისი ისტორიული ბრენდის სახელი. DHL-ის ყვითლისა და წითლის ეს ნაზავი მკაფიოდ ამახსოვრდება გონებას. მისი ისტორია 1969 წელს იწყება, ხოლო სახელწოდება კომპანიის სამი დამფუძნებლის გვარების პირველი ასოებითაა შედგენილი – ადრიან დეისლი, ლარი ჰილბლომი და რობერტ ლინი.

როდესაც სამმა პარტნიორმა კომპანიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ ის 380,000 ადამიანს გააერთიანებდა მთელ მსოფლიოში და მომხმარებლებს საზღვრების გადალახვაში, ახალი ბაზრების დაპყრობასა და ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარებოდა, ან სულაც, საყვარელი ადამიანებისთვის წერილის მიტანას უზრუნველყოფდა.

დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, DHL-ს ჰყავდა 40 დამკვეთი და გადაზიდვებს აწარმოებდა გუამში, ლოს-ანჯელესში, პორტლენდსა და ოჰაიოში. გლობალურ ბაზარზე ინტენსიური გაფართოება DHL-მა 1971 წელს დაიწყო, როდესაც შორეულ აღმოსავლეთსა და წყნარი ოკეანის აუზში შევიდა. შემდეგ ოფისები გახსნა ჰონგ-კონგში, იაპონიასა და სინგაპურში. ამას მოყვა ინვესტორების აქტიური დაინტერესება და DHL-ში რესურსების ჩადება ჰონგ-კონგელმა ანტრეპრენერმა გადაწყვიტა. ორიოდე წლის შემდეგ, DHL ევროპაში შევიდა, ოფისები გახსნა ამსტერდამსა და პარიხში, შემდეგ კანადაში, კორეაში, ნორვეგიასა და გერმანიაში.

1983 წელს, DHL Worldwide-მა დაიწყო ვერტმფრენების გამოყენება ნიუ-იორკსა და ჰიუსტონში დოკუმენტების მიტანის დასაჩქარებლად, პიკის საათებში. მომდევნო წელს კი, ვერტმფრენის მომსახურება ლოს-ანჯელესშიც დაამატა. ამ წლისთვის, კომპანიის მასშტაბი 90 ქვეყანას სცდებოდა, საერთაშორისო 400 ოფისით, გუნდი კი 5000 თანამშრომლისგან შედგებოდა.

DHL Worldwide Express-ის მიწოდების სერვისი შედგება DHL Airways-ისა და DHL International-ისგან. ის მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს საერთაშორისო საჰაერო ექსპრეს გადამზიდს წარმოადგენს. DHL-ის საშუალებით შესაძლებელია როგორც მცირე, ისე მძიმე ამანათების გადაზიდვა, ახლო აღმოსავლეთისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან მთელ ევროპასა და შეერთებულ შტატებში. DHL-ის ასეთმა სწრაფმა ზრდამ კონკურენტები „აიძულა“ თავადაც წამოეწყოთ საერთაშორისო გადაზიდვები.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

როგორ აზიანებს ჯანმრთელობას კალორიების მთვლელი აპლიკაციები?

სლოვენიის ბაზარზე „ბიბლუსი ჯგუფის” ფლაგმანის, XS Toys-ის ახალი მაღაზია გაიხსნა