in

ორცხობილა, როგორც მელანომის სადიაგნოსტიკო საშუალება — Diagnosticookies

კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბრაზილიის დერმატოლოგიურმა კლინიკამ Horarios უჩვეულო პროდუქცია შეიმუშავა. საუბარია Diagnosticookies-ზე, რომლებიც მომხმარებლებს ვიზუალურ ინფორმაციას აწვდის მელანომასთან დაკავშირებით — კერძოდ, სხეულზე როგორი ლაქა ან წანაზარდია უსაფრთხო თუ საშიში.

BOG
BOG

მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო Wunderman Thompson-თან ერთობლივი მუშაობით, კამპანია ადგილობრივ ხედვას მოერგო. ვინაიდან ბრაზილიაში ორცხობილები ძალიან უყვართ, გზავნილის გავრცელების ყველაზე მასშტაბურ საშუალებად სწორედ ის მიიჩნიეს. ასე შეიქმნა მარტივი და გემრიელი გზა მელანომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.

 

ზოგიერთი ორცხობილა სტანდარტული და სიმეტრიული, ზოგიერთი კი — ასიმეტრიული, პიგმენტური დაზიანებებით თუ პოტენციურ პრობლემაზე მიმანიშნებელი დეტალებით.

Škoda Roadiaq – სტუდენტური მოდელი, რომელიც დასვენებისა და მუშაობისთვის შეიძლება გამოვიყენოთ

ალდაგში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან