in

მეცნიერების ვარაუდით, ბევრ პლანეტაზე „ბრილიანტების წვიმაა“ მოსალოდნელი

დიახ, საკმაოდ უცნაურად ჟღერს, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „მთელ სამყაროში ბრილიანტები იწვიმებს. ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჩვეულებრივი პლასტმასა უცხო ნალექის შესაქმნელად გამოიყენეს, რომელიც, სავარაუდოდ, ურანისა და ნეპტუნის სიღრმეში წარმოიქმნება… 

M2
M2

თუმცა სანამ აქამდე მივიდოდნენ, შემდეგ თეორიაზეც საუბრობდნენ — ყინულოვანი გიგანტების ზედაპირის ქვემოთ, ათასობით კილომეტრში, უკიდურესად მაღალი წნევა და ტემპერატურა წყალბადს და ნახშირბადს მყარ ბრილიანტებად აქცევს. 

ახალი კვლევისას კი ამ ნაერთს ჟანგბადიც დაუმატეს და დაადგინეს, რომ ბრილიანტების წვიმა იმაზე უფრო გავრცელებულიც კი შეიძლება იყოს, ვიდრე წარმოედგინათ. რადგანაც ყინულის გიგანტები, როგორიცაა ნეპტუნი და ურანი, მზის სისტემის მიღმა პლანეტის ყველაზე გავრცელებულ ფორმად ითვლება, ბრილიანტების წვიმა მთელ სამყაროში შეიძლება იყოს გავრცელებული. თუმცა ეს უკანასკნელი დედამიწაზე არსებული წვიმისგან დიდად განსხვავებულია… 

პლანეტების ზედაპირის ქვეშ არის ცხელი, მკვრივი სითხე, სადაც ბრილიანტები წარმოიქმნება და ნელ-ნელა იძირება კლდოვან, პოტენციურად დედამიწის ზომის ბირთვებამდე (დაახლოებით 10 000 კილომეტრამდე). ჩამოვარდნილ ბრილიანტებს უზარმაზარი ფენების შექმნა შეუძლია, რომლებიც ასობით კილომეტრს ან უფრო მეტსაც კი მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრილიანტები შეიძლება არ ბზინავდეს და არც თქვენს ბეჭედში ჩამაგრებული თვალივით იყოს მოჭრილი, მას წარმოსაქმნელად ზუსტად ის ძალები სჭირდება, რაც დედამიწაზე, — განმარტავს დომინიკ კრაუსი, ფიზიკოსი. 

კონკრეტული პროცესის გამეორების მიზნით კი ნახშირბადის, წყალბადის და ჟანგბადის საჭირო ნაზავი PET პლასტმასაში იპოვეს, რომელიც ყოველდღიური საკვების შესაფუთად და ბოთლების დასამზადებლად გამოიყენება. ძალიან მოკლე რენტგენის სხივების წარმოუდგენელი სიკაშკაშე კი, მათ საშუალებას აძლევდა, დაჰკვირვებოდნენ ნანობრილიანტების წარმოქმნის პროცესს. 

ჩავთვალოთ თუ არა ეს ნანობრილიანტების წარმოების ახალი გზად?

დიახ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მეთოდი ნანობრილიანტების წარმოების ახალ გზაზე მიუთითებდეს, რომელსაც გამოყენების ფართო და მზარდი სპექტრიც კი შეიძლება ჰქონდეს. იქნება ეს წამლების მიწოდება, სამედიცინო სენსორები, არაინვაზიური ქირურგია თუ კვანტური ელექტრონიკა.

თუმცა ბრილიანტების წვიმის კვლევა ჯერ მაინც ჰიპოთეტური რჩება, რადგან ურანისა და ნეპტუნის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. შორეულ პლანეტებზე ჯერ მხოლოდ 1 კოსმოსური ხომალდია ნამყოფი — NASA’s Voyager 2 1980-იან წლებში დაეშვა პლანეტაზე და მის მიერ მოპოვებული მონაცემები დღემდე გამოიყენება… კარგი ამბავი კი ის არის, რომ ახალ მისიებს ნასა უახლოესი მომავლისთვის გეგმავს…

4 ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვაში დაგეხმარებათ

რას ნიშნავს გლობალური ჯანმრთელობა და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?