in

მარკეტერის ექსკლუზიური ინტერვიუ პრინცესა დიანას პირად თანაშემწესთან

patrick jephson photo პრინცესა დიანას ყოფილი პირადი თანაშემწე და ბესთსელერის „Shadows of a Princess“-ს  („პრინცესას ლანდები “) ავტორი პატრიკ ჯეპსონი „Marketing Kingdom“-ის ერთ-ერთი სპიკერია.  ღონისძიება თბილისში, უკვე მეორედ  26-27 სექტემბერს გაიმართება.

BOG
BOG

პატრიკი ირლანდიაში დაიბადა და გაიზარდა, ფლობს კემბრიჯის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ადმინისტრაციამდე (Royal Household) ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში (Royal Navy) მსახურობდა. შემდეგ კი 8 წლის განმავლობაში უელსის პრინცესას პირველი და ერთადერთი პირადი თანაშემწე იყო. მონარქის პერსონალური სამსახურისთვის გადაეცა ორდენი Royal Victorian Order ( 1896 წელს დედოფალი ვიქტორიას მიერ დაწესებული ორდენი, რომელიც მონარქის მსახურისთვის გაიცემა).

პრინცესა დიანასთან მისი მუშაობა სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეებთან ყოველდღიურ კონტაქტთან იყო დაკავშირებული.  გეგმავდა პრინცესას საჯარო აქტივობებს და მასთან ერთად 5 კონტინენტზე მოგზაურობდა.  პირადი კონტაქტი ჰქონდა: მარგარიტ ტეტჩერთან, ჯორჯ  ბუშთან, დედა ტერეზასთან, ლუჩანო პავაროტისთან, იაპონიის იმპერატორთან და სხვა. პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ მთელი დრო წერას დაუთმო.  მისი პირველი წიგნი „პრინცესას ლანდები“ „New York Times  „ -ის  „ბესთსელერი“ გახდა.

„მარკეტერს“  ექსკლუზიურად პრინცესასთან მუშაობისას მიღებულ საკუთარ გამოცდილებაზე, პიარისა და კომუნიკაციის მსოფლიო ტენდენციებზე ესუბრა.

patricfk პიარის სფეროში საქმიანობის  დიდი გამოცდილება გაქვთ. როგორ დაიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა და გაიხსენეთ პირველი „გაკვეთილი“?  

ჩემი გამოცდილების დიდი ნაწილი სხვადასხვა ადგილებში მუშაობისას მივიღე, ყველა მათგანი ძლიერი საკომუნიკაციო განზომილება იყო. ყველაფერი რაც ვიცი, მუშაობისას ვისწავლე. მაგალითად, როცა პრინცესა დიანას პირად თანაშემწედ ვმუშაობდი, პირდაპირ პიარის სპეციალისტი არ ვიყავი, მაგრამ სწრაფად ავითვისე ის, რომ რასაც ვაკეთებთ მედიას დიდი თანამონაწილეობა მიუძღვის. ჩემი პირველი და საუკეთესო გაკვეთილი : არასდროს, არასდროს ცადო ” გააბუქო” ისტორია. კარგი ეფექტური პიარი არასოდეს არ არის ტყუილი.

როგორც პიარ სპეციალისტს, რა მოგწონთ ყველაზე მეტად თქვენს საქმიანობაში?

ზოგიერთ კლიენტს და ხანდახან პიარ სპეციალისტებსაც კი კომუნიკაციის პროცესის გართულება უყვართ.  პირდაპირ დამოკიდებულები არიან კლიშეებზე, ჟარგონებსა და მრავალფეროვან დიაგრამებზე. მათ ჰგონიათ, რომ ბევრი სიტყვა უკეთესია, ვიდრე ცოტა სწორად შერჩეული სიტყვა. უფრო მეტად კმაყოფილებას განვიცდი, როდესაც დამაბნეველ სიტყვებს მოკლე, გასაგები გზავნილის სახით ვაყალიბებ. ეს რთული არ არის, მაგრამ მოითხოვს დეტალურ ანალიზს თუ რისი  თქმა სურს კლიენტს, რომელ აუდიტორიას მიმართავს და საჭიროა ამ ამოცანისთვის ეფექტური შუალედის მოძებნა. სიმარტივე ყველა დისციპლინაში საუკეთესო გზაა და გამონაკლისი არც პიარია.

თქვენ ისეთ საინტერესო ადამიანთან მუშაობის გამოცდილება გაქვთ, როგორიც პრინცესა დიანაა.  მთავარი რაც მასთან მუშაობამ მოგიტანათ?

მთვარი პრინციპი მაინც ისაა, რომ არასოდეს “გააბუქო” ისტორია. არ უნდა გქონდეს მცდელობა მოკლევადიანი სარგებლისთვის ტყუილი თქვა . თუ გსურს კეთილგანწყობა მოიპოვო და შეინარჩუნო, უნდა იყო პატიოსანი, მართალი და თანმიმდევრული და ეს ყველაფერი ხანგრძლივი უნდა იყოს. პრინცესა დიანას მოქმედებები თავად მეტყველებდნენ საკუთარ თავზე, მარტივ გზავნილებს უთავსებდა სამეფო მოვალეობებსა და ჰუმანიტარულ საქმიანობას, როცა შეცდომას უშვებდა პატიობდნენ , რადგან ხალხს ის უყვარდა. სჯეროდათ და უნდოდათ კიდევ უფრო მეტი მიეღოთ მისგან.

თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებსაც მაშინ დგამდით, როცა პრინცესა დიანას რეპუტაცია საფრთხეში იყო?

ყოველთვის “ვიღებ” დროს, რომ დავფიქრდე. თუ საჭიროა, უნდა  გამოიგონო ეს დრო.  უთხარით ჟურნალისტს, რომ 5 წუთში დაურეკავთ, ამასობაში კი თავს მოუყრით თქვენს ნააზრევს. უზარმაზარი ზეწოლა იქნება : მუდმივი შეკითხვები მედიისგან, შეშფოთებული კოლეგები და  საფრთხის მუდმივი ზრდა. სიმშვიდის შენარჩუნება და ფაქტების დალაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, აუცილებელია ყოველთვის გქონდეს გეგმა  კრიზისის დასაძლევად და რა მიმართულებაც არ უნდა იყოს, მუდმივად უნდა იყენებდე მას პრაქტიკაში.

ბოლო დროის ყველაზე წარმატებულ და წარუმატებელ პიარ კამპანიებზე  რას იტყვით? 

ყოველთვის გაოცებული ვარ   Virgin -ის  ( ბრიტანული ავიაკომპანია Virgin Atlantic )  პიარ კამპანიით. ეს  ახალგაზრდული, ინოვაციური ბრენდია, რომელიც პროდუქტების ფართო სპექტრს  აერთიანებს იმის მიუხედავად, რომ  Virgin Atlantic  არსებობის დაახლოებით  30 წელს ითვლის. ნებისმიერი კამპანია წარუმატებელია, როდესაც კომპანიის შესახებ ტყუილი სიმართლეს უთანაბრდება.  კომერციული, პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, როდესაც საკუთარის დაჯერებას იწყებს, ამ სიამაყის გამო  თავად გახდება სა კუთარი ხარისხის მცდარი შეფასების მსხვერპლი.

 

Marketing Kingdom Georgia 2 ორგანიზატორია P World. “ჯეოსელი” პლატინის სპონსორი, ოფიციალური მარკეტინგული პარტნიორი კი – Marketer.ge . ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს პიარ კლუბი, გაზეთი  Georgia Today , რადიო “ფორტუნა” და “ინფო თბილისი”.

რეგისტრაციისა და ფასების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული :http://www.thepworld.com/pevents/event/58/marketing-kingdom-georgia-2

მამებო იგრძენით ორსულობა თქვენს მუცელში

ყველაზე პრიმიტიული ქმარი