in

როგორ უნდა მიაღწიონ ბრენდებმა დიდებულებას?

ადამიანები ისეთ ბრენდებს ეძებენ, რომლებზეც დაყრდნობა და რომელთა ნდობაც შესაძლებელია, რაც ხელსაყრელ მომენტსაც ქმნის იმისათვის, რომ ბრენდის დიდებულება მიზნად დაისახოთ. ამას რამდენიმე ძირითადი კომპონენტიც აქვს, რომელთა გარეშეც დიდებულების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. 

პირველი — იყავით პოპულარული. დიდი ბრენდები პოპულარული არჩევანია. მარკეტინგი კი პოპულარობის შეჯიბრია. ადამიანებს ბესტსელერი წიგნების ყიდვა ურჩევნიათ. ისინი იმ ფილმებისკენ მიისწრაფვიან, რომლებსაც მეგობრები უყურებენ ან მოსწონთ. იმ რესტორნებში მიდიან, რომელთაც კარგი შეფასებები აქვს. ადამიანები პოპულარულ ბრენდებზე ლაპარაკობენ, რეკომენდაციას უწევენ მათ და თავიანთ აზრებს გამოხატავენ…

მეორე — იყავით ლიდერი. დიდებული ბრენდები განსაკუთრებულ ლიდერობას წარმოადგენენ, თუმცა ეს არა თქვენს სიდიდეს, არამედ თქვენი მოქმედების მასშტაბებს ეხება. ეს არ არის ამბების, სასტუმროების, შეთავაზებების და ბრენდის გაყიდვების რიცხვი. ბრენდის ლიდერობა თქვენი იდეების ზომით განისაზღვრება. 

მესამე — გქონდეთ დიდი ამბიციები. დიდებულ ბრენდებს დიდებული მისწრაფებები და დიდი მიზნებიც აქვს. დიდებული მისწრაფებები კი, თავის მხრივ, წამყვანი ძალაა, რომელიც ბიზნესის ყველა აზრისა თუ ქმედების მიმართულებას უზრუნველყოფს. 

მეოთხე — იყავით რელევანტური. დიდი ბრენდები რელევანტურებიც რჩებიან, რაც ცვალებად სამყაროში ბრენდის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შესყიდვისთვის რელევანტურობა მთავარი მამოძრავებელი ძალაა. შესაბამისად, როცა ბრენდი რელევანტური აღარ არის, მომხმარებლები ფიქრობენ, რომ კომპანიას მათი აღარ ესმის. თქვენი ბრენდის დაპირება კი მომხმარებელთა კონტრაქტია, ამიტომ, დარწმუნდით, რომ იცით, რას გულისხმობს ეს ხელშეკრულება. 

მეხუთე — იყავით სტაბილური. დიახ, დიდი ბრენდები სტაბილურებიც არიან, ეს მათთვის დამახასიათებელი ნიშანიც კია, რადგან ამას ხარისხამდე მივყავართ და, პირიქით. ხარისხი მომხმარებელთა წარმოდგენების მუდმივი დაკმაყოფილებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრენდის ხელმძღვანელებმა უნდა იცოდნენ, რა არის მომხმარებლების მოლოდინები. შეცვლის, ანუ რელევანტურობის უნარი და მუდმივობა/სტაბილურობა დიდებული ბრენდების დამახასიათებელი ნიშნებია. ეს ერთდროულად ძველსა და ახალს, ნაცნობსა და თანამედროვეს ეხება: წარმატებული ბრენდის მარკეტინგის კრიტიკული და პარადოქსული ელემენტია.

მეექვსე — იყავით სანდო. დიდებულ ბრენდებს ენდობიან, ეს სავაჭრო ნიშანზე მეტია… მართალია, სწრაფ სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ ნდობის გამომუშავება ასე მარტივად არ ხდება, ვერც იყიდით და იგი დროთა განმავლობაში უნდა გამოიმუშავოთ. სანდო ბრენდად ყოფნა სარეკლამო განაცხადიც არ არის. ნდობა ყოველდღიურად შენდება იმით, თუ როგორ ურთიერთობს ბრენდები დაინტერესებულ მხარეებთან, იმ საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რომლებშიც ოპერირებენ, გარემოსთან და ასე შემდეგ.

მართალია, ეს ექვსი ელემენტი ბრენდის დიდებულებას განსაზღვრავს, თუმცა ამისთვის სხვა კომპონენტებიც არსებობს. მსოფლიო შეიცვალა და ადამიანები ბრენდს მორალურ და პრინციპულ ვალდებულებებს აკისრებს. უკვე დღევანდელობაზე ფიქრი საკმარისი აღარ არის, მნიშვნელოვანია ის, თუ რა სოციალური გავლენა ექნება ბრენდს ხვალ. 

დიდი ბრენდები ამ 4-პუნქტიან ეთიკურ ჩარჩოსაც უნდა მიყვნენ:

  1. უნდა იყოს სანდო წყარო – ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა სჯეროდეს, რომ ბრენდი კითხვებს ზუსტად და სწორად უპასუხებს. როცა მას სანდო წყაროდ აღიქვამენ, ბრენდის წარსულ ქმედებებს მომავალი ქცევის პროგნოზირებისთვისაც იყენებენ. 
  2. უნდა დაიმსახუროს ბრწყინვალე რეპუტაცია — ეს ყოველთვის და ნებისმიერ ადგილზე ერთი და იმავე ხარისხის მიწოდებას მოიცავს. რეპუტაცია ბრენდის ძველი ქმედებებისა და შედეგების ნაზავია. კონკურენტული უპირატესობაც კია, იმის გამო, რომ ბრენდის რეპუტაცია დაინტერესებული მხარეების აღქმის კოლექციას წარმოადგენს, ბრენდი თავის რეპუტაციას მართავს, თუმცა მისი შემქმნელი არ არის. მაგალითად, Toyota-ს შესანიშნავი რეპუტაცია ავტომობილებში მისი Lexus-ის ბრენდზეც ვრცელდება. 
  3. უნდა აიღოს პატიოსნების ვალდებულება — უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველა ქმედება დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს ითვალისწინებს. მსგავსად, ბრენდს სამართლიანად, მიუკერძოებლდ, პატიოსნად და გონიერად ჩათვლიან. ამის მაგალითი Apple-ის ATT ჩარჩოა, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვრონ, სურთ თუ არა სხვა კომპანიების საკუთრებაში არსებულ აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე თვალყურის დევნება.
  4. უნდა დაიცვას პასუხისმგებლობის ეთიკა — ამ შემთხვევაში ბრენდი ინფორმირებულოი ეფექტური გლობალური მოქალაქის მსგავსად იქცევა, რომელიც მოქმედებს, ხალხის, თემების, ერების, პლანეტისა და, ზოგადად, საზოგადოების სახელით დადებითად რეაგირებს. მაგალითად, ამ მიზნით Patagonia-მ გარემოსა და სოციალური საკითხების მიმართ ვალდებულება აიღო. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრენდის დიდებულება მხოლოდ მათი პროდუქტებისა და სერვისების ხარისხით არ განისაზღვრება. ხელმძღვანელებმა უნდა დასვან კითხვა: როგორი მომავალი უნდა შევქმნათ, რათა ჩვენმა ბრენდმა გაიმარჯვოს? ან „რა გავლენას მოახდენს ჩემი ბრენდი იმ მომავალ სამყაროზე, რომელშიც გაიმარჯვებს?

ამ სამყაროში სამოგზაუროდ კი ბრენდებმა ეთიკური ჩარჩო უნდა დაიცვან, რათა დაიმსახურონ ბრწყინვალე რეპუტაცია, გახდნენ სანდოები, პატიოსნები და ეთიკურები.

ისიამოვნე ზუმერული არდადეგებით, რას ელოდები?

5-ვარსკვლავიანი რეზიდენციები გონიოს სანაპიროებზე – Next Group-ის მასშტაბური წამოწყება