in

დიდებული ლიდერები პატარა ქმედებებით ხდებიან

ამ საკითხის განხილვა კონკრეტული მაგალითით უნდა დავიწყოთ, ქიმიკოსი, სახელად ჯული ლაბორატორიაში ნარკოტიკების კვლევას ატარებდა. ერთ დღესაც კი თავის უფროს გორდონს უკუკავშირის მისაღებად ესტუმრა, პასუხად კი ეს ყველაზე ცუდი ნაგავია მათ შორის, რაც აქამდე მინახავს მიიღო.

შესაძლოა, ამაზე თქვენ გაბრაზებულიყავით, მაგრამ ჯულიმ მას შემდეგნაირად უპასუხა: არ მიკვირს, რომ ეს ასე გგონია, მეც იმავეს ვგრძნობდი, როცა ამას ვწერდი. შენი ნაწერებით კი ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ. ჩვენი კვლევის შედეგები, შესაძლოა, უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს, თუ იგი კარგად დაიწერება. მაინტერესებს, გაქვთ თუ არა რაიმე შენიშვნები, რაც ამ ნაწერის გაუმჯობესებაში დამეხმარება. მე თქვენგან რაც შეიძლება მეტი მინდა ვისწავლო“.

მსგავსმა პასუხმა გორდონის განწყობაც გააუმჯობესა და მან ჯულის საკუთარი იდეებიც შესთავაზა. საბოლოოდ კი ქიმიკოსმა მთავარი ჯილდოც მოიპოვა. დიახ, მსგავსი ლიდერობის მაგალითებს საკმაოდ ხშირად ვხვდებით, თუმცა, შესაძლოა, ძალიან კარგ ლიდერებს ბევრი ტრენინგი საერთოდაც არ ჰქონდეთ გავლილი. მაგალითად, აბრაამ ლინკოლნი სკოლაში მხოლოდ ერთი წელი დადიოდა, დედა ტერეზა და ელეონორა რუზველტი კოლეჯში საერთოდ არ სწავლობდნენ, ხოლო ნელსონ მანდელა და მაჰათმა განდი, მათივე აღიარებით, ცუდი სტუდენტები იყვნენ. თუმცა როგორ ხდებოდნენ უბრალო ადამიანები ასეთი არაჩვეულებრივი ლიდერები?

დღეს ეს ორგანიზაციებისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა უნდა იყოს. შეფერხებების ფართო სპექტრი, რაც ბიზნესებსაც თავდაყირა აყენებს, ზოგიერთი ლიდერისთვის მომავლის ხედვისა და ცვლილებების წინსვლის სრული ტვირთის აღებას შეუძლებელს ხდის. Gartner-ის კვლევის თანახმად კი, საუკეთესო ორგანიზაციები ცვლილებების წარსამართად მათ სამუშაო ძალას ეყრდნობა და არა, აღმასრულებლებს.

ქცევები და კომპეტენციები

ექსპერტები ლიდერობის დისციპლინას ისეთი ქცევებით განსაზღვრავენ, როგორებიცაა: რთული საუბრები, ნდობის დამყარება, უკუკავშირის გაცემა, ქოუჩინგი, შთაგონება, გავლენის მოხდენა და სხვების ქცევის შეცვლა. შესაძლოა, ეს გამოწვევად ჩანდეს, რადგან თითოეულ ქმედებას საკუთარი ჩარჩო და საკონტროლო სია აქვს, რაც პროცესსაც ართულებს. მენტორას უნივერსიტეტში ჩატარებულ ლიდერობის სემინარებში ამ ქცევის მოდელთან დაკავშირებით სხვა უფრო ფუნდამენტური პრობლემაც გამოიკვეთა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, კონკრეტულმა კვლევითმა ჯგუფმა ლიდერობის 1000-ზე მეტი მომენტი გააანალიზა — საუბრები, შეხვედრები, კონფლიქტები, მოლაპარაკებები და სიტყვით გამოსვლები, რომლებიც ინდივიდებს კოლეგებთან, პარტნიორებთან, ოპონენტებთან, აუდიტორიებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ჰქონდათ. ისინი ამ სიტუაციებში მრავალ ფაქტორს დააკვირდნენ და 3 საერთო თემაც გამოავლინეს.

პირველი — ამ მომენტებში ყველას ერთი საერთო განზრახვა ჰქონდა: საერთო პოზიტიური მიზნის მისაღწევად, როგორ უნდა გამოავლინონ საკუთარი თავისა თუ სხვების საუკეთესო ვერსია?

მეორე — ამ განზრახვის მისაღწევად, ისინი ცდილობენ 5 ენერგიიდან საკუთარ თავსა და სხვებში 1 ან მეტი მაინც გამოავლინონ.

  • მიზანი: ვალდებულება მიაღწიოს კეთილშობილურ, ამაღლებულ მიზანს
  • სიბრძნე: სიმართლის მშვიდად მიღება, ყველა ნიუანსითა და ყველა სიტუაციაში
  • ზრდა: მუდმივი სწრაფვა სრული პოტენციალისთვის
  • სიყვარული: სითბოს, ურთიერთგაგებისა და ურთიერთობის განვითარება
  • თვითრეალიზება: ადამიანის სულის გაღვიძება

მესამე — ისინი მარტივ ქმედებებს იყენებენ, რათა ენერგიები საკუთარ თავსა და სხვებში გააქტიურონ. მაგალითად, ჯულიმ 5 ქმედება სიბრძნის, სიყვარულის, მიზნისა და ზრდისთვის გამოიყენა: 

  1. განიარაღება: მან გორდონის ნათქვამში გარკვეული სიმართლის აღიარება დაიწყო — რომ ნაწერი არ იყო მისი დონის.
  2. დაფასება: გორდონის წერის ხარისხის დაფასებით, ურთიერთქმედებაში სითბო შეიტანა
  3. საპირისპირო საკითხების შერწყმა: მან მიიღო ის ფაქტი, რომ ნაწერი დაბალი დონის იყო, მაგრამ ამასთან, მისი კვლევის ღირებულებაზე ისაუბრა. 
  4. ღირებულებებისკენ მიმართვა: ჯულიმ გორდონის ღირებულებებს იმაზე ხაზგასმით მიმართა, რომ ნაშრომს გამოქვეყნების შემდეგ სამეცნიერო საზოგადოებაზე დიდი გავლენა ექნებოდა. 
  5. ზრდის პარტნიორობის განვითარება: მან გორდონთან ურთიერთობა იმიტომ დაიწყო, რომ, როგორც მწერალს, განვითარებაში დახმარებოდა.

საინტერესოა ისიც, რომ ყოველი ქმედება შინაგანი მოქმედებით იწყება — იგი მიმართავს თქვენს განზრახვებს, გრძნობებსა და აზრებს, რათა თქვენში სწორი ენერგიაც გაააქტიუროთ. შემდეგ კი გარე მოქმედებაში სხვებთან ურთიერთობისას სახის სწორი გამომეტყველება, ტონი და სიტყვებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. 

ხოლო ჯულის გორდონის ნაწერი გარეგნულად რომ შეეფასებინა, როცა შინაგანად თავს მასზე გაბრაზებულად გრძნობდა, გორდონი შეამჩნევდა, რომ ის იტყუებოდა ან, მინიმუმ, თავს არაავთენტურად იგრძნობდა. სწორედ ამიტომ, შინაგანი მოქმედება გარეს წინ უნდა უსწრებდეს. 

საბოლოოდ კი ქმედებები ქცევების სამშენებლო ბლოკებია და უამრავი ლიდერული ქცევაც, შესაძლოა, პატარა ნაბიჯებით შეიქმნას. ასე მუშაობს ბუნება: გარე ნაწილის კაშკაშა მრავალფეროვნება შიგნიდან რამდენიმე სამშენებლო ბლოკს მოიცავს. დიახ, უამრავი წიგნი ინგლისური ანბანის მხოლოდ 26 ასობგერის გამოყენებით, მუსიკა კი მხოლოდ 12 ნოტისგან დაიწერა.

ასეთი მიდგომა ერთ მოთხოვნასაც წარმოშობს: ეს თავმდაბლობის საჭიროებაა, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერობაში გარკვეულ სიმაღლეებს მიაღწიეთ, წინსვლის შემდეგი ნაბიჯები, რამდენიმე მარტივ ქმედებას მოიცავს, რომელსაც ამჟამად არც კი იყენებთ. 

ენერგიის/ქმედების ტრენინგების სამი სარგებელი

კვლევისას გამოიკვეთა, რომ ენერგიისა და ქმედების ტრენინგებს შემდეგი სამი სარგებელი ჰქონდა:

მიღწევადობა

დისციპლინის ოსტატობა თავდაპირველად ინდივიდუალურად, შემდეგ კი კომბინირებულად, მხოლოდ მის მარტივ ელემენტებად დაყოფას, შესწავლასა და გამოცდას გულისხმობს. ბევრ ქმედებას განსახორციელებლად 5-10 წამამდე სჭირდება, სწორედ ამიტომ, ისინი ბევრად უფრო რთულად შესასწავლია, ვიდრე სრულფასოვანი ქცევები… 

იმის გამო, რომ ქმედებები ასე მარტივია, აღმოვაჩინე, რომ ბევრი მათგანი ჩემს ყოველდღიურ სამუშაოსა და ცხოვრებაში უკვე ჩავრთე, — ამბობს კვლევაში მონაწილე HR მენეჯერი.

ავთენტურობა

ამ მიდგომით ერთი მომენტიდან მეორემდე თქვენ სწორ ქმედებას ირჩევთ და თითოეულს ავთენტურადაც ასრულებთ. თუმცა უპირველესად იმის ჰარმონიაში მოქცევით, რას იტყვით და გააკეთებთ იმის მიხედვით თუ რას ფიქრობთ და გრძნობთ.

მე სხვებისგან განსხვავებული ხელსაწყოებისა თუ ჩარჩოების ძებნა არ უნდა მჭირდებოდეს. სანაცვლოდ, ფოკუსირებული ვარ ხუთი ენერგიის გააქტიურებასა და მათი სწორი ქმედებებით გამოხატვაზე, — აღნიშნა SAP-ის ინჟინერიის მენეჯერმა.

სისწრაფე

იმის გამო, რომ ახალი ქმედებების განხორციელება ყოველ რამდენიმე წამში შეგიძლიათ, თქვენი სამოქმედო გზა, შესაძლოა,პირობების განვითარებასთან ერთად შეიცვალოს, მაგალითად, როცა წინააღმდეგობას შეხვდებით ან შეამჩნევთ, რომ სხვა ცოტათი უკან იხევს. 

ენერგიებსა და ქმედებებთან მუშაობით მე შემიძლია ჩემი ქცევის სტილის ადაპტაცია იმ უნიკალურ სიტუაციაზე დაფუძნებით, რომელიც მოცემულ მომენტში მექნება, — აცხადებს United Health Group-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

ენერგიის/ქმედების მიდგომა საშუალებას გაძლევთ, ლიდერობა მცირე ნაბიჯებით გამოხატოთ, თითოეული ნაბიჯი თქვენი ქცევითი რეპერტუარის გაფართოებაში დიდი ნახტომი გახდება. ეს პატარა ნაბიჯები, დიდი ნახტომები მიდგომა კი, შესაძლოა, რეალურად იყოს ის, რამაც განდი, ლინკოლნი, დედა ტერეზა და მანდელა არაჩვეულებრივ ლიდერებად გადააქცია.

წყარო: HBR



შეწყვიტეთ ორიგინალურობის დევნა — კრეატიულობა ძველი იდეების შერწყმით ყალიბდება

დროა, ბრენდებმა მომხმარებლებს მეტი სივრცე მისცენ