“დირსის დღიურები” რეალითი შოუს ტიპის ვიდეორგოლების სერიაა, რომელზეც დეველოპერული კომპანია “დირსიმ” TV11-ის გუნდთან ერთად იმუშავა. კამპანიის ფარგლებში, დავით ლაბაძე დირსის აპარტამენტებში დასახლდა და სამი დღის განმავლობაში, ფეისბუქ LIVE-ის საშუალებით ეპატიჟებოდა სტუმრებს. მსურველები ყოველდღიურად იკრიბებოდნენ ხან სპორტული, ხან სამხიარულო აქტივობებისთვის. ასე დაიწყო “დიდი დირსობა”. ყოველი დღის ისტორიებიდან TV11-მა სახალისო ვიდეოები მოამზადა. ასე რომ, მათ, ვინც მისვლა ვერ მოახერხა, ონლაინ რეჟიმში შეეძლო თან ეხალისა და თან საცხოვრებელი კომპლექსი დეტალურად დაეთვალიერებინა, იქაური მაცხოვრებლის თვალით დაენახა. ვიდეორგოლებს და ამ განსხვავებულ კამპანიას საკმაო გამოხმაურება მოყვა. გთავაზობთ პირველი დღის თავგადასავლებს დირსის დღიურებიდან.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/dirsi.ge/videos/1663887636976484/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/dirsi.ge/videos/1664760590222522/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
[fbvideo link=”https://www.facebook.com/dirsi.ge/videos/1665586920139889/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]