აუქციონზე ფიქრობდნენ, რომ ნამუშევარი სადღაც 500 000-დან 700 000 დოლარამდე გაიყიდებოდა. თუმცა მისთვის 13 წუთის მანძილზე 6 ადამიანი იბრძოდა, რამაც მაქსიმალური ღირებულების 4-ჯერ გაზრდა გამოიწვია. მყიდველის ვინაობას კი, მისი ეროვნების ჩათვლით, არ ამჟღავნებენ…
ამგვარად ნიუ-იორკში, Christie-ს აუქციონზე იაპონური მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი 2.76 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს პრინტისთვის, რომელიც კაცუშიკა ჰოკუსაის ეკუთვნის, რეკორდული მაჩვენებელიც კია. Under the Well of the Great Wave off Kanagawa-ში ვხედავთ ნავს, რომელიც მთა ფუჯის ფონზე დიდ ტალღებში იკვლევს გზას და Thirty-six Views of Mount Fuji-ს სერიების ნაწილიცაა.
ჰოკუსაიმ პრინტი 1830-იან წლებში იაპონიის ედოს პერიოდში შექმნა. მისი სურათები იაპონიის სინონიმადაც იქცა. იმასაც კი ამბობენ, რომ კლოდ მონესა და ვან გოგის შთაგონებაც იყო. ასე რომ, „კანაგავას დიდი ტალღისთვის“ ბრძოლა ნამდვილად ღირდა…