მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და ლეგენდა, დიეგო მარადონა 10 თვის წინ, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული მედიის ცნობით, მარადონა გულსისხლძარღვთა სისტემის გაჩერების გამო, ქალაქ ტიგრეში გარდაიცვალა.
მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. შემდეგ იყო ქირურგიული ჩარევა და მცდელობები, თუმცა სამწუხაროდ უშედეგო.დიეგო მარადონა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება. მას კარიერის განმავლობაში 550-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში 300-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
ლეგენდის ხსოვნის პატივსაცემად მისი ყოფილი კლუბები, “ბარსელონა” და ” ბოკა ხუნიორსი” ამხანაგურ შეხვედრის გამართვას გეგმავენ, მატჩი საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში გაიმართება. მასპინძელი სტადიონი MrsoolPark იქნება, შეხვედრას კი 30 000 გულშემატკივარი დაესწრება. ამ მატჩის მარკეტინგული გეგმისა და სტრატეგიის მიხედვით, კლუბები რამდენიმე მილიონიან შემოსავალს მიიღებენ, ამ ფაქტმა დიეგოს ოჯახი და მისი შვილები განარისხა. ოფიციალური მიწვევის შემდეგ, დიეგოს ქალიშვილებმა, გიანინამ და დალმამ შეხვედრაზე დასწრებაზე უარი პროტესტის ნიშნად განაცხადეს, მათ თქვეს რომ მათთვის და ოჯახისთვის შეურაცხმყოფელია გარდაცვლილი მამის სახელით მანიპულირება და გარდაცვლილით თანხების მიღება.
“შეხევდრას არ დავესწრებით და იურიდიულადაც შევეცდებით მათ ხელი შევუშალოთ, მამა გარდაცვლილია, მისი სახელით კი კლუბებს მარკეტინგული კამპანიების გამართვა სურთ, დიეგო არავის საკუთრება არ იყო, ის ზოგადად მსოფლიოს ეკუთვოდა, შესაბამისად “ბარსა” და “ბოკა” მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობაზე ფიქრობენ” – ამბობს გიანინა.
მატჩისადმე კლუბები განსაკუთრებით ემზადებიან, ბილეთებისა და სატელევიზიო უფლებების გარდა, მერჩენდაიზული ხაზის გაშვებაც იგეგმება, რაც სპეციალური მაისურების და სპორტული ამუნიციის გამოშვებას და შემდგომ რეალიზებას გულისხმობს.