ზომბები ბოლო 2 წელია პოპულარობის პიკში არიან. მათ გარეშე არც ფილმს, აღარც სერიალს და აღარც რეკლამას აღარ იღებენ.
სარეკლამო სააგენტო Y & R Midwest-მაც DieHard აკუმულატორების რეკლამისთვის ზომბების თემა შეარჩია. აპოკალიპსი, ზომბები ყველა მხრიდან მოდიან და მთავარი გმირი გოგონა გადარჩენას ცდილობს. მასთან ერთად მისი მეგობარია, რომელმაც თავისი თავის გადარჩენა ამჯობინა, ახალ მანქანაში ჩაჯდა და მიატოვა.
გოგოს ძველი, ჟანგიანი მანქანა შეხვდა, რომელიც დაიქოქა და ჯერ კიდევ დადის. რა თქმა უნდა, მანქანაში DieHard-ის აკუმულატორი იყო. ასე ვთქვათ ყველაფერი სტანდარტულად და ბედნიერად დასრულდა – აპოკალიპსი, ზომბების შემოტევა, გადარჩენილი გოგო და ვიდეოს გმირი DieHard-ი.
http://youtu.be/JOuWTsvVuBM