2020-მა, ყველას წარმოუდგენლად აგვირია გეგმები. „მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით ვერ გავერთობით!“, – Diesel შეეცადა, პანდემიის გამო გაუქმებული ღონისძიებები, ფრენები, წრეები და ა.შ. საკუთარი მომხმარებლებისთვის საინტერესო გამოცდილებად ექცია.
ნამუშევარში, რომელზეც სააგენტო Publicis-Italy-მ იმუშავა, მოგვიწოდებენ, რომ გვახსოვდეს ის გაუქმებული ღონისძიებები თუ თაროზე შემოდებული გეგმები, რომლებიც 2020 წელს უკავშირდება და ისინი ტკბილ მოგონებებად ვაქციოთ:
მაგალითად, ასე, ბრენდის ვებგვერდზე შევიდეთ და სამოსზე იმ შეუმდგარი მოვლენის იარლიყი მივიკრათ, რომელზეც გული დაგვწყდა, მაგრამ ამიერიდან, მას სასიამოვნოდ გავიხსენებთ.