in

თქვით უარი უშნო, ფერად, საახალწლო ჯემპრებზე – Diesel-ის სახალისო კამპანია 

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თვალშისაცემი ხდება ეს ფერადი, ირმებით, ან ნაძვის ხეებით გაფორმებული ნაქსოვი ჯემპრები. ამ შემთხვევაში, კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს ცხვარს? სრულიად უადგილოა, რადგან სწორედ ამ საყვარელი ცხოველის ბეწვისგან იქმნება ის, რაც Diesel-ის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დიზაინერ ნიკოლა ფორმიჩეტის ასე ძალიან არ მოსწონს. ამ ჯემპრების მიმართ ნიკოლასის დამოკიდებულება იმდენად უარყოფითია, რომ მან ახალ კოლექციასთან ერთად სპეციალური კამპანია Say No To Uncool Wool-იც კი შექმნა. კამპანიასთან ერთად, ბრენდმა ძალიან ორიგინალური ფოტოსესია მოაწყო და სააგენტო Publicis-ის დახმარებით სახალისო ვიდეორგოლიც შექმნა.

BOG

 

“ლუტეციაში” TOM FORD-ის ბრენდის პრეზენტაცია გაიმართა

დედის განკურნების იმედით შექმნილი დროის მანქანა – ემოციური ვიდეორგოლი მკერდის კიბოს წინააღმდეგ