„დიზელის“ გახაფხული-ზაფხულის საკოლექციო რეკლამაში ბრენდის შესაძლებლობები საინტერესოდ არის წარმოდგენილი.
სიუჟეტში ახალგაზრდა მამაკაცს ვხედავთ, რომელმაც ფილმში სუპერგმირი უნდა განასახიეროს. თუმცა როლში ვერ შედის მანამ, სანამ სპეციალური კოსტიუმი აცვია, რომელმაც ჰაერში უნდა ააფრინოს.
მას შემდეგ, რაც რეჟისორს იმედებს გაუცრუებს და გადასაღები მოედნიდან გამოვა, საკუთარ, ბამბის ქსოვილით დამზადებულ „დიზელის“ სამოსს მოირგებს და დღეს გამაოგნებელი ეფექტით დაასრულებს.
კამპანიის კრეატიული კონცეფცია სააგენტო Publicis Italy-ს ეკუთვნის. რეჟისორი ფრანსუა რუსლეა.
ბრენდი ამბობს, რომ რეკლამა ფუნდამენტურ თავდაჯერებულობასა და ძალაუფლებაზეა და მისი დახმარებით, საკუთარ თავში ძალა და ირონია უნდა აღმოაჩინო.
ეს დამოკიდებულება „დიზელის“ „წარმატებული ცხოვრებისთვის“ – 90-იანების დევიზს გვახსენებს. პირველად რომ 1992 წელს გაჟღერდა, შვედურ სააგენტო Paradiset-თან თანამშრომლობისას.