მორიგი სამუშაო დღე და კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კომფორტული სკამები, ყავა ან წყალი და რა თქმა უნდა, ძირითადად, მოწყენილი სახეები – ალბათ, ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა. ისეთი კომპანიისთვის, როგორიც Diesel-ია, მსგავსი შეხვედრები გაუსაძლისად მოსაბეზრებელია. სწორედ ამიტომ, ბრენდმა მორიგი განსხვავებული იდეა წარადგინა. Diesel სააგენტო Publicis-სთან თანამშრომლობით მომზადებულ სარეკლამო ვიდეორგოლში საქმიანი შეხვედრის ჩასატარებელი ისეთი ოთახის კონცეფციას წარმოგვიდგენს, სადაც ყურადღების მოდუნება უბრალოდ წარმოუდგენელია.