„დიეტური „კოკა-კოლა“ ჩვეულებრივი კოლა კი არა, უფრო „კარგი ტიპი“ არის“ – რთული სათქმელია, რეალურად, როგორ აღიქვამენ, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობას სურს, სწორედ ასეთი პოზიციონირებით ხედავდნენ პროდუქტს მომხმარებლები. ერთ-ერთ მაგალითია ბრიტანეთში, ბრენდის უჩვეულო კამპანიაა, დიეტური „კოლას“ ალუმინის შეფუთვაზე, ლოგოსა და დასახელების ნაცვლად, დამაბნეველი სლოგანები რომ „წააწერეს“.
„კოკა-კოლას“ სამიზნე სეგმენტი, ამ შემთხვევაში, ძირითადად, Generation Z (7-დან 22 წლამდე) ადამიანები არიან. სწორედ მათთვის შეიქმნა დიეტური „კოლას“ ახალი შეფუთვა და გაჩნდა სლოგანები: “can’t even”,”get it”, “I’m in”, “I’m out”, “It’s lit”, “ok but no”, “okay next”, და “yaaasss”. კამპანიის ნაწილია გარე რეკლამაც – ბანერები და ტრანსპორტზე განთავსებული პოსტერები.
Coca-Cola-ს ახალი ინიციატივა, მომხმარებელთა ნაწილისთვის, გაუგებარი და ბუნდოვანი აღმოჩნდა. ბრენდი, ამ ლიმიტირებული სერიის გამოშვებისთვის, სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს.
https://twitter.com/iamdaveking/status/1171401653481889794?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1171401653481889794&ref_url=https%3A%2F%2Fdesigntaxi.com%2Fnews%2F406187%2FDiet-Coke-s-Supposedly-Lit-New-Can-Designs-Are-Making-People-Feel-Very-Old%2F