in

შეიმუშავეს დიეტა, რომელიც ტვინის სიმსივნის თვითგანადგურებას უწყობს ხელს

გლიობლასტომა ზრდასრულებში ტვინის ყველაზე გავრცელებული აგრესიული სიმსივნეა. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი მისი მკურნალობის პოტენციური მეთოდი შეიმუშავეს.

M2
M2

როგორც კვლევისას აღმოაჩინეს, გლიობლასტომა ფეროპტოზის მიმართ მგრძნობიარეა. ეს უკანასკნელი კი უჯრედის სიკვდილის ერთ-ერთ ტიპს წარმოადგენს. მართალია, მსგავსი რამ ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების ნაწილია და მას აპოპტოზის სახელით ვიცნობთ. უბრალოდ, ჩვენი სხეული სიმსივნეში მსგავს პროცესებს ბლოკავს. შესაბამისად, მაცნე უჯრედების განადგურება რთულია. ხოლო ფეროპტოზი გაცილებით მძლავრ „იარაღს“ წარმოადგენს.

„ეს მართლაც სწრაფად მზარდი კვლევაა და დავადგინეთ, რომ ფეროპტოზი ძალზე მნიშვნელოვანია მრავალი ბიოლოგიური პროცესისთვის. თანაც, არა მხოლოდ კიბოსთან მიმართებით“, — ამბობს დომინიკ ჰიგინსი, მედიცინის დოქტორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი. ამ კვლევის შედეგად კი მეცნიერებმა შეიმუშავეს დიეტა, რომლის რეკომენდაციითაც, ამ დაავადების მქონე პაციენტებმა რაციონიდან ამინომჟავები უნდა ამოიღონ. მსგავსი მეთოდი სიმსივნური უჯრედების თვითგანადგურებას უწყობს ხელს.

როგორც ამბობენ, კვლევის მომდევნო ეტაპს ამ მეთოდის პაციენტებზე გამოცდა წარმოადგენს.

ალდაგი გაერთიანებული ერების გლობალურ შეთანხმებას შეუერთდა

როგორ გავუმკლავდეთ სინანულს?