9
Mar
2018

[EXCLUSIVE] „მეტი ქართული ინოვაცია ევროპასა და აზიას“ – Giffer და Memogram ჰოლანდიისა და ჩეხეთის ბაზრების დასაპყრობად

9 Mar 2018



ქართული კომპანიები Giffer და Memogram თებერვალში გაერთიანდნენ და რამდენიმე დღის წინ, ჰოლანდიისა და ჩეხეთის ბაზრებზე გაიტანეს საკუთარი მომსახურება. Giffer-ის გეოგრაფიული გაფართოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ის, უკრაინისა და ყაზახეთის შემდეგ, ევროპისა და აზიის ბაზრების დაპყრობას აგრძელებს. მარკეტერი კომპანიის თანადამფუძნებელ – გიორგი კონტუაძის კომენტართან ერთად, ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ Giffer-ის საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც სპეციალურად ჰოლანდიის ბაზრისთვის, საქართველოში გადაიღეს:

 

„აღმოჩნდა, რომ საქართველოში დამზადებული ინოვაციური მოწყობილობები, რომლებიც წვეულებების უცვლელ ატრიბუტად იქცნენ, საინტერესოა სხვა ქვეყნის ბაზრებისთვისაც. თავდაპირველად, უკრაინითა და ყაზახეთით დავიწყეთ, საიდანაც ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტებისგან წამოვიდა ინიციატივა. ხოლო მარტიდან, ჩეხეთსა და ჰოლანდიაშიც შეხვდებით საქართველოში დამზადებულ Giffer-სა და Memogram-ს, სხვადასხვა ღონისძიებებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ექსპორტზე გავიტანეთ ქართული ინოვაცია, რომელიც უკვე წარმატებით ოპერირებს. ყოველი ივენთი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდება ჩვენი პროდუქტების თანხლებით, ტექნიკურად საქართველოდან იმართება. სხვა სიტყვებით რომ ავხსნათ, ჩვენ გარეშე 1 GIF-იც კი არ იღება. ტექნიკური მხარდაჭერა, აფდეითები, ახალი ფიჩერები, პროგრამული განახლება და ადმინისტრირება საქართველოდან მიეწოდებათ“, – გვითხრა Giffer-ის თანადამფუძნებელმა – გიორგი კონტუაძემ. 

M: Giffer-ისა და Memogram-ის გაერთიანების მოტივებზე მოგვიყევით.. როგორია თქვენი ერთობლივი მიზანი, გლობალურ ბაზარზე გასვლის კუთხით?
იანვრის თვიდან,სტარტაპერულ ყაიდაზე მოწყობილი ეს ორი კომპანია გაერთიანდა და ფაქტობრივად Full Service-ს სთავაზობს ლოკალურ და უცხოურ ბაზარს. საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარს სჭირდება მუდმივი სიახლე და ინოვაციური მეთოდები – გართობას ხომ არ უყვარს საზღვრები… სწორედ ამიტომ, ერთობლივი ძალებით, ბევრად ეფექტიანად შევძლებთ საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სამომავლო მიზნები მოკლედ ასე ჟღერს: „მეტი ქართული ინოვაცია ევროპასა და აზიას“, რაშიც მოიაზრება აქ დამზადებული დივაისებისა და სხვა მოწყობილობების ექსპორტი.

ვიდეოკრედიტები:
Video: Drecreation
Artist: მარიამ ხორგუაშვილი
Make Up Artist: ანა გადელია

განხილვა