in

“Different 7” – ინტელექტუალური თამაში

21 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის B202 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი #32), მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ტარდება ინტელექტუალური თამაში „Different 7“. პროექტი “Different 7” ეძღვნება კლუბის 7 წლის დაბადებისდღეს.

BOG
BOG

D (7)

“Different 7” წარმოადგენს სახალისო, საინტერესო, ინტელექტუალური და დადებითი ემოციებით სავსე თამაშს. იგი არის კლუბის მიერ ჩატარებული პროექტებისგან განსხვავებული სპეციფიკის, რომელიც მოიცავს განსხვავებულ რა? სად? როდის? კითხვებს როგორც ბიზნესიდან, ასევე სხვა სფეროებიდან. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 20 გუნდი, საიდანაც შერჩეული იქნება 10 გუნდი, რომლებიც ყველაზე ხშირად და აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ჩვენს პროექტებში, ხოლო დანარჩენი 10 შეირჩევა აპლიკაციების მეშვეობით.

პროექტის მიზანია, გამოვავლინოთ და წავახალისოთ ინტელექტუალი ახალგაზრდები. პროექტის ფარგლებში 4 ტურში მოცემული იქნება სხვადასხვა სახის დავალებები. მოცემული თამაშის განმავლობაში ტურებიდან გუნდები არ გავარდებიან და ბოლო ტურამდე შეინარჩუნებენ ადგილს თამაშში. გამოვლინდება ყველაზე ძლიერი 3 გუნდი, რომელიც დავალებებს საუკეთესოდ გაართმევს თავს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ჩვენი სპონსორების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზებით.

ტელევიზორი, რომელიც გიჩვენებს წარსულს

Disney Land–მა ბანერიდან შეშლილი მექუდე გააცოცოცხლა