24
Dec
2019

ბეჭდვის რამდენნაირი ტიპი არსებობს და როდის იყენებენ მათ?

24 Dec 2019

დღესდღეობით ბეჭდვას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ციფრული გამოსახულების ფიზიკურად გავრცელებისთვის. რაც დრო გადის, ბეჭდვის ვარიაციათა რაოდენობა იზრდება და ჩვენც საშუალება გვაქვს, სულ სხვადასხვანაირად დაპრინტული პროდუქტები ვიხილოთ.

ჩვენ მოგიყვებით მხატვრებისა და დიზაინერების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ბეჭდვის მეთოდების შესახებ. თუ თქვენ ეძებთ პლაკატების, სახვითი ხელოვნების სურათების, ბილბორდების ან თუნდაც ჟურნალების დაბეჭდვის ვარიანტებს, მაშინ ეს სტატია, მით უმეტეს, თქვენთვისა:

Lino Printing

იყენებენ: სახვით ხელოვნებაში

დადებითი: მარტივად განსახორციელებელი და იაფია

უარყოფითი: ხელის გაჭრის საშიშროება, სხვადასხვა ფერის გამოყვანა რთულია

ამგვარი დაპრინტვისთვის იყენებენ ლინოლეუმს, რომელზეც სპეციალური იარაღით კვეთენ მათთვის სასურველ ფორმას, შემდეგ მასზე დაიტანენ სასურველ ფერს და ლინოლეუმით სხვადასხვა ნივთსა და მატერიაზე გადაიტანენ გამოსახულებას.

 

Screen Printing

იყენებენ: ტექსტილების, მაისურებისა და პოსტერების დასაპრინტად.

დადებითი: მრავალმხრივი ტექნიკა აქვს, გამძლე მეთოდია

უარყოფითი: მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას, ფერის შეზღუდული ვარიანტები.

ბეჭდვის აღნიშნული მეთოდი ყველაზე ხშირად მაისურების ბეჭდვისთვის გამოიყენება.

 

Offset Printing

გამოიყენება: გაზეთებისთვის, ჟურნალებისთვის, წიგნებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის

დადებითი: დიდი ზომის მატერიალების დაპრინტვა მარტივია

უარყოფითი: აღჭურვილობა საჭიროებს მუდმივ ყურადღებასა და განახლებას

აღნიშნული დაპრინტვის მეთოდს ყველაზე ხშირად იყენებენ ჟურნალ-გაზეთებისთვის იყენებენ.

 

Letterpress Printing

გამოიყენება: პლაკატებისთვის, სავიზიტო ბარათებისთვის, მისალოცი ბარათებისთვის

დადებითი: მარტივი ტექნიკაა

უარყოფითი: თვითონ დაპრინტვის პროცესს დიდი დრო სჭირდება, რადგანაც სათითაოდაა დასაპრინტი, ფერების ვარიანტებიც შეზღუდულია.

აღნიშნული ბეჭდვის მეთოდი თითქმის იგივეა, რაც ლითოგრაფიული ბეჭდვა. ეს მეთოდი პოპულარული იყო მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე.

 

Flexography

გამოიყენება: შესაფუთად, ბეჭდური მედიისთვის, ეტიკეტებისთვის

დადებითი: სწრაფი წარმოების პროცესი, დაბალი ღირებულება

უარყოფითი: მოწყობილობა საჭიროებს რეგულარულ ყურადღებას

ბეჭდვის აღნიშნული მეთოდი თითქმის იგივეა, რაც წინა, თუმცა ეს მეთოდი უფრო მეტად თანამედროვეა.

 

Digital Printing

გამოიყენება: ფოტოებისთვის, რეკლამებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის

დადებითი: დაბალი ღირებულება, მარტივია მრავალი ფერის შექმნა

უარყოფითი: დიდი ზომის მატერიების დაპრინტვა ეკონომიური არ არის

ყველაზე დიდი უპირატესობა რაც ამ ტიპის პრინტვას აქვს, არის ის, რომ არც თუ ისე ხარისხიანი ფოტოს შემთხვევაშიც კი პრინტი ნორმალური გამოდის.

 

3D Printing

გამოიყენება: საჩუქრებისთვის, ხელოვნებაში

დადებითი: დიზაინის მრავალგვარი კონფიგურაციის გამოყენებაა შესაძლებელი

უარყოფითი: ძვირია, ნელი პროცესია, მასალები შეზღუდულია

მოსახერხებელია ქანდაკებებისა და პროდუქტის დიზაინის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ახალია, ბოლო წლებში მას აქტიურად იყენებენ და შესანიშნავი შედეგებიც აქვს.

 

Monoprinting

გამოიყენება: ტექსტილის ნიმუშებისთვის, სახვით ხელოვნებაში

დადებითი: თითოეული ნიმუშისთვის უნიკალურია, აღმაფრთოვანებელია

უარყოფითი: მხოლოდ უბრალო დიზაინების დამზადება შეუძლია

როგორც მისივე სახელწოდება ამბობს, ამგვარი ბეჭდვა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი, იგულისხმება, რომ თითოეული ნაბეჭდი უნიკალურია. ყველაზე ხშირად ამ მეთოდს ხელოვნებაში იყენებენ.

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა