27
May
2019

Ford-ის კურიერი რობოტი, რომელიც შეკვეთას კარის ზღურბლთან მოგიტანთ

27 May 2019

veon
veon


ბოლო დროს, მსოფლიო მიტანის სერვისის ავტომატიზებაზე საუბრობს და შესაბამისი კომპანიები ამ მიმართულებით მუშაობენ კიდეც. მიტანის სერვისი, დღეისათვის, დრონებისა თუ მოკლე დისტანციაზე გადაადგილებადი თვითმართვადი რობოტების გამოცდის ეტაპზეა. თუმცა, თუ ვისაუბრებთ ადგილზე მიწოდების პროცესის სრულ ავტომატიზებაზე, უნდა ვიფიქროთ ყველა დეტალზე, მათ შორის, თვითმართვადი მანქანით შეკვეთის გადატანის შემდეგ, ვინ მიიტანს მას შემკვეთის კარის ზღურბლამდე? ამ მიმართულებით დაფიქრდა ავტოწარმოებაში ისტორიული წვლილის მქონე კომპანია Ford და თავის შვილობილ კომპანია Agility Robotics-თან ერთად შექმნა რობოტი Digit.

Digit უთავო, ორფეხა რობოტია, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა დაბრკოლების დაძლევა, გადაადგილების ალტერნატიული გზების მოსინჯვა და თქვენი შეკვეთის უსაფრთხოდ მიტანა კარის ზღურბლამდე. ის დამკვეთის სახლს სტერეოკამარების დახმარებით პოულობს, შეუძლია არასწორ ზედაპირზე გადაადგილება, წინააღმდეგობის გადალახვა, კიბეზე ასვლა-ჩამსვლა და ასევე, შეჯახების შემთხვევაში, ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნება. Digit-ს 18 კილოგრამამდე წონის ამანათების გადატანა შეუძლია. როგორც ცნობილია, Agility Robotics ორფეხა კურიერი რობოტის გაყიდვას 2020 წლიდან გეგმავს.

 

განხილვა