24
Feb
2017

Digital Ads – ის 4 წლიანი ისტორია

24 Feb 2017

21-ე საუკუნეში -„ტექნოლოგიური რევოლუციის “ხანაში, ციფრული ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე სარეკლამო სივრცეში. მსხვილი და  საშუალო  კომპანიების მარკეტერები აქტიურად ერთვებიან „დიჯითალ” პროდუქტების ათვისებაში და საკმაოდ დაძაბული  კონკურენციის პირობებში   მართავენ ციფრული კამპანიების სერიოზულ ბატალიებს .

თუ ჯერ კიდევ  არ ხართ კარგად  გარკვეული თუ  როგორ უნდა დაგეგმოთ, წარმართოთ და განავითაროთ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია თქვენი ბიზნესისთვის, მიმართეთ  სარეკლამო კომპანია Digital Ads-ს!

კომპანია 2012 წელს დაარსდა. ახალგაზრდა მოტივირებული, ამავდროულად, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე გუნდმა, სულ რაღაც 4 წელიწადში შეძლო საქართველოს ციფრული რეკლამის ბაზარზე წამყვანი პოზიციის დამკვიდრება და ბაზრის წილის 40% მოპოვება.

Digital Ads-ის პორტფოლიოში არაერთი წარმატებული პროექტი და პროდუქტია თავმოყრილი. imovies.ge, amindi.ge, taripebi.ge – ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა, რომელთა რეიტინგით ძალიან ვამაყობთ.

2016 წლიდან კი Digital Ads-ის პორტფოლიოს შეემატა საქართველოში ყველაზე რეიტინგული  ვებ-პორტალი myvideo.ge.  ორი ძლიერი გუნდის გაერთიანებით, ჩვენ კიდევ უფრო მეტ პროდუქტს და სერვისს  შევქმნით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ძლიერი და მრავალფეროვანი პლატფორმის შეთავაზებას.

ჩვენი დაფარვის ზონა არ შემოიფარგლება საქართველოთი, Digital Ads პირველი იყო, ვინც დაამყარა ურთიერთობები ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: ok.ru, vk.com, mail.ru გრუპი.

ბოლო 2 წლის განმავლობაში შევძელით 45 ქვეყანაში  არაერთი წარმატებული პროექტის იმპლემენტაცია, რაც საკმაოდ სერიოზული  მიღწევაა ქართული ციფრული რეკლამის სფეროში.

კომპანია Digital Ads კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას სარეკლამო კომპანიებთან. “ჩვენი მიზანია ვიყოთ სანდო პარტნიორები და სწორედ ამ სტრატეგიას მივყვებით შემდგომი განვითარებისათვის არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რადგან ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე სარეკლამო კომპანიებთან პარტნიორობა ჩვენი წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.”

[R]

განხილვა