in

Digital Area-ს დირექტორთა საბჭოს თურქეთის ელ.კომერციის ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე შეუერთდა

Digital Area-ს დირექტორთა საბჭოს Hepsiburada-ს საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ყოფილი პრეზიდენტი — ემრე ეკმეკჩი შეუერთდა. ემრე დაეხმარება Digital Area-ში შემავალ წამყვან კომპანიებს: Extra, Optimo და Biletebi.ge. Hepsiburada კი ელექტრონული კომერციის წამყვანი თურქული პლატფორმაა, რომელიც ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. ის მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს — 200 მილიონზე მეტ პროდუქტს 30-ზე მეტ კატეგორიაში — მათ შორის ელექტრონიკას, ტანსაცმელს, სახლის ნივთებს, სილამაზის პროდუქტებს და ა. შ. Hepsiburada, extra-ს მსგავსად, ქმნის პლატფორმას, სადაც გამყიდველებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქტების განთავსება, ხოლო მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, მათთვის სასურველი ნივთები ონლაინ შეიძინონ. კომპანიის შეკვეთების რაოდენობა ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონს აღწევს.

Hepsiburada-ს პლატფორმის განვითარებაში ემრეს დიდი წვლილი მიუძღვის. ის ჯერ ჯგუფის კომერციულ გუნდს ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ბიზნესის განვითარების პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. აღსანიშნავია, რომ Hepsiburada მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს საუკეთესო ფასად, რაც extra-ს მთავარი ღირებულებაა.

დღესდღეობით ემრე ეკმეკჩი თურქეთის ელექტრონული კომერციის ასოციაციის ვიცე თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. ასოციაციის მთავარ მიზანს თურქეთსა და მთლიანად რეგიონში ინდუსტრიის და მასში გაერთიანებული კომპანიების ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.

მნიშვნელოვან სიახლესთან დაკავშირებით კი, კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ, როგორც თავად ემრეს, ასევე Digital Area-ს გენერალურ დირექტორს — ანდრო რატიანს.

M: ემრე, რატომ გადაწყვიტეთ, Digital Area-ს დირექტორთა საბჭოს წევრი გამხდარიყავით?

ემრე: მოხიბლული ვარ იმ ხედვით, რომელიც ინვესტორებს და საბჭოს აქვთ Digital Area-სთვის — იყოს რეგიონის წამყვანი პროგრესული ონლაინ სამომხმარებლო და B2B ციფრული ბიზნესი, რომელიც ფოკუსირებულია ზრდაზე, მომგებიანობასა და აქციონერთა ღირებულებაზე. ბოლო რამდენიმე წელია, თვალყურს ვადევნებ Digital Area-ს საქმიანობას. მივხვდი, რომ ჩემი წარსული და ამჟამინდელი გამოცდილების ფონზე, კომპანიისთვის ღირებულების მოტანა შემეძლო, განსაკუთრებით დიჯიტალ არეაში შემავალი ონლაინ პლატფორმა extra-სთვის. თანაც უშუალოდ საცალო ვაჭრობის სფეროს უკავშირდებოდა ჩემი წამყვანი პოზიციები: Groupon-ში, Hepsiburada-სა და Migros-ში.

M: როგორ შეაფასებთ საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარს?

ემრე: საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი ექსპონენციური ზრდის შესაძლებლობის მიჯნაზეა. არსებობს მრავალი ხელსაყრელი მაკრო დონის ზრდის დრაივერი. მთავრობის ციფრული ინიციატივების, ახალგაზრდა და დინამიკური მოსახლეობისა და ევროკავშირის წევრობისთვის მკაფიო, ორიენტირებული გზის წყალობით, საქართველოს ციფრული ეკონომიკა ყურადღების ცენტრში მოექცა. ციფრულმა ბაზარმა მოიზიდა უცხოელი მოთამაშეები და შექმნა ადგილობრივი ჩემპიონები, როგორიცაა extra.

M: მოგვიყევით დღეს ბაზარზე extra-ს უპირატესობებზე და მის სამომავლო გეგმებზე.

ემრე: Extra-ს აქვს უფლება, მოიგოს თავისი მომხმარებლების გული, როგორც ონლაინ შოპინგის სანდო ბრენდმა საქართველოში. სავაჭრო თვალსაზრისით, extra საკვანძო როლს ასრულებს მცირე ბიზნესის გაციფრულებაში და ამ სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ბიზნესი ციფრულ სივრცეში გადაიტანონ.

Extra პროგრესირდა და გადაიზარდა სწრაფ კომერციაში Moitane.ge-ის ბოლოდროინდელი დამატების წყალობით, რაც აუმჯობესებს მომსახურების დონეს და არჩევანს, რომელსაც ის თავის მომხმარებლებს სთავაზობს. თავისი ძლიერი ინფრასტრუქტურისა და ინვესტორების მყარი მხარდაჭერის საშუალებით, extra-ს შეუძლია, 2.3 მილიარდი მომხმარებლისგან შემდგარი ბაზრის შესაძლებლობები გამოიყენოს ტრანსსასაზღვრო ელექტრონული კომერციისთვის — საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების წყალობით ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, EFTA-სთან, დიდ ბრიტანეთთან, უკრაინასთან და დსთ-ს ქვეყნებთან.

M: ანდრო, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ემრე ეკმეკჩი Digital Area-ს დირექტორთა საბჭოს წევრი გამხდარიყო და რა მოლოდინები გაქვთ მასთან დაკავშირებით? თქვენი აზრით, რას შესძენს ემრეს წევრობა კომპანიას?

ანდრო: დღეს ემრეს გამოცდილება დიჯიტალ არეაში შემავალ ყველა კომპანიას ძალიან გამოადგება, მაგრამ განსაკუთრებით ექსტრას. ჩვენ მოხარულები ვართ, გვყავდეს გუნდში ადამიანი, რომელმაც თურქეთის ბაზარზე ჩვენს სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის შექმნაში შეიტანა წვლილი.

როგორც უკვე ემრემ ახსენა, მისი გამოცდილება აერთიანებს თურქეთის ბაზარზე არსებულ ყველაზე წარმატებულ ელექტრონული კომერციის პლატფორმებს: მიგროსს და ჰეფსიბურადას. ის ამ კომპანიებში სხვადასხვა მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მათ შორის კომერციას და იკავებდა საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მიმართულების პრეზიდენტის პოზიციას. თანაც თურქეთის ბაზრის განვითარების ისტორია ქართული ელექტრონული კომერციის ბაზრისთვის ყოველმხრივ კარგი მაგალითია. დღეს ემრეს გამოცდილება „დიჯიტალ არეაში“ შემავალ ყველა კომპანიას ძალიან გამოადგება, განსაკუთრებით ექსტრას.

ჩვენ მოხარულები ვართ, გვყავდეს გუნდში ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს რეგიონში ელექტრონული კომერციის ბიზნესის განვითარებასა და დახვეწაზე.


შეგახსენებთ, რომ Extra დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი იკომერს პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 150 000-მდე პროდუქტს, 30 სხვადასხვა კატეგორიაში. ექსტრასთვის 2023 წელი ცვლილებები წელი იყო, რადგან Digital Area-ს გუნდს შემოუერთდა moitane.ge, რომლის დახმარებითაც, ექსტრამ შეძლო, მომხარებლებისთვის შეეთავაზებინა ე. წ. quick commerce მომსახურება — ექსტრა ექსპრესი. ექსტრა ექსპრესი აერთიანებს 6 სხვადასხვა კატეგორიას, რომლის გამოყენებითაც, მომხმარებლებს 35-50 წუთში შეუძლიათ სასურველი პროდუქტები მიიღონ.

ავსტრიელებმა ტურისტებისთვის ChatSkiPT შექმნეს

როგორ გამოვიყენოთ FaceTime ანდროიდზე?