in

Digital Area-ში შემავალი ბრენდების მარკეტინგს მარიშა გოგოლაური უხელმძღვანელებს

Digital Area-ს მარკეტინგის ახალი დირექტორი ჰყავს – მას მარიშა გოგოლაური უხელმძღვანელებს. Digital Area არის ციფრული ეკოსისტემაა, რომელიც რამდენიმე მსხვილ პლატფორმას აერთიანებს: extra.ge, Biletebi.ge, Optimo.ge, Fina.ge და 500 Startups.  წლების განმავლობაში, მარიშა ფინანსურ, ტექნოლოგიურ, სასტუმრო და სხვა ინდუსტრიებში ხელმძღვანელობდა საკომუნიკაციო პროცესებს. ეკოსისტემის გუნდს ის სამი წლის წინ შეუერთდა, როდესაც extra.ge-ის მარკეტინგი ჩაიბარა, შემდეგ კი, დაახლოებით ერთი წლის წინ, biletebi.ge-ის მარკეტინგის ხელმძღვანელობა შეითავსა.

„Digital Area-ს თითოეული ეს ბრენდი ყოველდღიურად ვითარდება, მუდმივად სწავლობს მომხმარებლის ქცევას და ზრდისკენ ისწრაფვის. ასეთი მრავალფეროვანი პროფილის მქონე პლატფორმების მართვა მარკეტინგის გუნდისთვის ერთდროულად დიდ გამოწვევასა და უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს.

ჩემთვის, როგორც მარკეტინგის გუნდის წევრისთვის, უპირველეს ყოვლისა, ასეთი განსხვავებული პროდუქტების კომუნიკაციის მართვაა საინტერესო. ამასთანავე, უდიდესი სიამოვნებაა უშუალოდ Digital Area-სა და მასში შემავალი ბიზნესების მარკეტინგის გუნდებთან ერთად მუშაობა.

ყოველდღიურ რეჟიმში ვახერხებთ თითოეულ ბიზნესზე ორიენტირებული, ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებას. ბრენდების მრავალფეროვნება გვაძლევს შესაძლებლობას, პარალელურად ვმართოთ როგორც B2C, ისე B2B პლატფორმები და სრულიად განსხვავებული მარკეტინგული კამპანიები შევქმნათ“, – აღნიშნავს Digital Area-ს მარკეტინგის დირექტორი მარიშა გოგოლაური.

1 ამპერი = 2 ლარი – „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე

Cryptal FUTURUM PAYMENTS GEORGIA 2026-ის ოფიციალური მედიაპარტნიორი გახდა