თანამედროვე განათლება სწრაფი ტემპებით მიდის წინ და ახალ-ახალი მიმართულებები სულ უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისი ცოდნა რომ მივიღოთ, ამ სფეროში გამოცდილი ადამიანი გვესაჭიროება, რომელიც თავის ცოდნას გაგვიზიარებს.
“დიჯითალ ბასი” არის აკადემია, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს თანამედროვე და მრავალფეროვანი კურსების არჩევანს სთავაზობს. აკადემია უკვე ორი წელია ბაზარზეა და 19 კურსს აერთიანებს სოციალური მედიის, ინსტაგრამის, ქოფირაითინგის,SEO-ს, გრაფიკული დიზაინის, ინტერიერის დიზაინის, 3D დიზაინის, Motion დიზაინის, UI / UX დიზაინის, WordPress, Python, Front End, C#, სქრეჩის, რობოტექნიკის, გრაფიკული დიზაინის ბავშვებისთვის, Front End ბავშვებისთვის, Crypto Trading, DeFi & NFT მიმართულებით.
ამჟამად აკადემიას ახალი მიმართულება – კრიპტო თრეიდინგი დაემატა, რომელიც სტუდენტებს დეტალურად შეასწავლის ამ სფეროსთვის საჭირო ყველა უნარსა და მასალას. პროგრამაში განხილული იქნება სპეკულაციური ქმედებები, ტრეიდინგ პლატფორმები, ფასების ცვლილებები, სტრატეგიები – ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კრიპტოსამყაროს შესახებ უნდა იცოდეს ამ მიმართულების ადამიანმა. კურსი 15 შეხვედრისგან შედგება და მოიცავს პრაქტიკულ შეხვედრებსაც, როდესაც ლექტორი რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით ამოწმებს, რამდენად მარტივად აითვისა სტუდენტმა ლექციებზე მიღებული მასალა.
“პირველ რიგში, კურსის დამატების საჭიროება გამოიწვია თემის აქტუალობამ.
ალბათ, ყველას გვიფიქრია დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროზე, რომლითაც შევძლებდით საკუთარი თავისა და საჭიროებების უზრუნველყოფას. სწორედ კრიპტო ტრეიდინგი გვაძლევს საშუალებას ავიხდინოთ სურვილები, სწორი მანიპულაციებითა და გათვლებით მოვიზიდოთ და დავაგროვოთ კაპიტალი, სახლიდან გაუსვლელად, ისე, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული დამსაქმებელ კომპანიებსა თუ ადამიანებზე”.
ამ სიახლესთან დაკავშირებით მეტი დეტალის დასაზუსტებლად და ზოგადად, აკადემიის მიმდინარე თუ სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, “დიჯითალ ბასის” გუნდს გავესაუბრეთ:

მოგვიყევით Digital Bus Academy-ს შესახებ, რა გამოარჩევს მას სხვა აკადემიებისგან?
Digital Bus Academy არის სივრცე, სადაც ადამიანები მომავლის პროფესიებს ეუფლებიან დღეს. პროფესიონალების მიერ თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებით შემუშავებული კურსები, თითოეულ თქვენგანს აძლევს საშუალებას, შეისწავლოს ახალი, მომიჯნავე პროფესია ან დამატებითი უნარები. Digital Bus-ის გუნდი მომართულია იმაზე, რომ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გადმოგცეთ მომავლის ცოდნის საფუძვლები და პრაქტიკა. ჩვენ არ ვყიდით კურსებს, ჩვენ ვყიდით სუპერძალებს, მომავლის განჭვრეტის შესაძლებლობებით!
მოსწავლეებს საუკეთესო ტრენერებითა და პროგრამებით შედგენილ კურსებს ვთავაზობთ. სწავლა აერთიანებს თეორიასაც და პრაქტიკასაც. კურსის ბოლოს, სერტიფიკატს შეფასების სისტემით გავცემთ. ამას გარდა, HR ტრენერების დახმარებით, სტუდენტებს ვამზადებთ გასაუბრებებისა და ფრილანს პლატფორმებზე დაკვეთების მოზიდვისთვის. სერტიფიცირებული წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციას აქტიურად ვუზიარებთ ბენეფიციარ დამსაქმებლებს, სარეკლამო სააგენტოებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, ტურისტულ კომპანიებს და ა.შ.

რამდენად აქტუალური და საჭიროა დღესდღეობით კრიპტო თრეიდინგის კურსი და ის, რომ ამ პროფესიას ფლობდეს ადამიანი?
ჩემი აზრით, ყველამ უნდა იცოდეს ინვესტიციების კეთება, რათა შეძლონ იმის დაფინანსება, რასაც ძირითადად, საკრედიტო პროდუქტებით ახდენენ, იქნება ეს სამედიცინო ხარჯები თუ გასართობი საშუალებები. ტრეიდინგი მხოლოდ იმათთვის არის, ვისაც ინვესტიციის მეორე მხარე უფრო მიმზიდველია. ცხოვრება მარტივდება, როდესაც დიდი შემოსავლის წყარო გაქვს და ამ შემთხვევაში, საუკეთესო გზაა ინვესტიცია (პასიური შემოსავალი). მარტივად რომ ვთქვათ, შენივე ფული მუშაობს უშენოდ – შენთვის.
რა საკვანძო უნარებს შეიძენს კურსდამთავრებული?
კურსდამთავრებულს შეეძლება მარკეტის წაკითხვა, ინტერნეტში ინფორმაციის გაფილტვრა = რომელია სასარგებლო და პროდუქტიული, რომელი კი საერთოდ მარკეტინგული ხრიკი და საერთოდაც, ყურადღების მიღმა დასატოვებელი.
ისწავლით, ასევე, ემოციების მართვასა და კონტროლს. დანარჩენს რასაც ჩემგან გაიგებთ, გამოცდილებასთან და დროის დათმობასთან ერთად მოდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ, რას ნიშნავს რისკის აღება, შემდგომ -მისი მართვა. ეცოდინებათ, როგორ უნდა წააგონ ფული – რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. ეს მოგცემთ საშუალებას გაიმარჯვოთ ინვესტიციების სამყაროში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ვინაიდან რისკის აღქმის სწავლა უმნიშვნელოვანესია.

სამომავლოდ კიდევ თუ აპირებთ ახალი მიმართულების კურსების დამატებას?
კრიპტო ტრეიდინგთან ერთად, დავამატეთ კიდევ ერთი ახალი მიმართულება – DEFI და NFT, რომელსაც ქართული ქომიუნითი FreeLand-ის კიდევ ერთი დამფუძლებელი ჯონი ჯინჭარაძე წარუძღვება და სტუდენტებს შესთავაზებს დეტალურ ინფორმაციას დეცენტრალიზებულ ფინანსებსა და NFT მარკეტზე.
დიჯითალ ბასის გუნდში დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ აქ მიღებული ცოდნა და უნარები კურსდამთავრებულებმა პრაქტიკაშიც გამოიყენონ. სწორედ ამ მიზეზით, აკადემიას მემორანდუმი აქვს გაფორმებული 10-მდე კომპანიასთან, რომლებსაც, სტუდენტების ნებართვით, პერიოდულად მათ ნამუშევრებს უგზავნის და შემდეგ უკვე კომპანია თავად იღებს გადაწყვეტილებას, დაასაქმოს თუ არა ესა თუ ის სტუდენტი. ხშირია შემთხვევა, როდესაც თავად კომპანიები უკავშირდებიან აკადემიას და სთხოვენ კადრის მოძიებას ციფრული მიმართულებით, გარდა ამისა, აკადემია ეხმარება თავის სტუდენტებს, რომ მათ ფრილანს პლატფორმების სასარგებლოდ გამოყენება გაითავისონ.
[R]