in ,

რა შეუძლია თიბისის ციფრულ ბარათს და როგორ მივიღოთ ის

საქართველოში პირველად, ციფრული ბარათით სარგებლობა შეგვიძლია, ამ შესაძლებლობის გაჩენა კი თიბისისა და ვიზას ინიციატივის შედეგია. როგორც, ალბათ, უკვე მიხვდებოდით, ციფრული ბარათი პლასტიკური ბარათის ციფრული/ფუნქციური ანალოგია და როგორც თიბისიში ამბობენ, ციფრული ბარათით შესაძლებელია თანხის გადახდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში POS ტერმინალებთან და ბანკომატიდან თანხის განაღდება. უახლოეს მომავალში კი, მისი გამოყენება ელ.კომერციაშიც იქნება შესაძლებელი.  უფრო კონკრეტულად, როგორ მივიღოთ ციფრული ბარათი და რაში ან როგორ შევძლებთ მის გამოყენებას, ქვემოთ მოცემული ინტერვუიდან გავიგებთ, რომელიც ნატა კანდელაკთან, თიბისის ბრენდ მენეჯერთან ჩავწერეთ. 

M: ციფრული ბარათი სიახლეა ქართულ ბაზარზე. რომ აგვიხსნათ, რა არის ციფრული ბარათი და თიბისის შემთხვევაში, რის საშუალებას გვაძლევს ის? რისი მიღწევა უნდოდა თიბისის მისი შექმნით
საქართველოში პირველი ციფრული ბარათი, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, ვიზას მხარდაჭერით შევქმენით. ციფრული ბარათი არის ფიზიკური ბარათის სრული ანალოგი, თუმცა ის მხოლოდ ციფრულ სივრცეში არსებობს. მომხმარებელს შეუძლია ბარათი 1 წუთში გაიაქტიუროს მობაილ ან ინტერნეტბანკიდან, მიაბას სასურველ ანგარიშს, დაამატოს Apple Wallet-სა ან TBC Wallet-ში, გადაიხადოს POS ტერმინალებთან და გაანაღდოს თანხა ბანკომატებიდან. ამ პერიოდისთვის ბარათი განსაკუთრებით რელევანტურია, რადგან მომხმარებელს ბარათის შესაკვეთად არ სჭირდება ფილიალში მისვლა და შეკვეთის შემდეგ, ბარათის მიტანის ლოდინი. 

M: რომ არა პანდემიით გამოწვეული ცვლილებები, რა საჭიროება იყო ქართულ ბაზარზე ციფრული ბარათის არსებობის კუთხით? როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ მიმართულებით
ამ დრომდე, საქართველოში ციფრული ბარათი არ არსებობდა. როდესაც მომხმარებელს სჭირდებოდა ბარათის შეკვეთა, უნდა შეეკვეთა მობაილ ან ინტერნეტბანკიდან და დალოდებოდა ბარათის ფოსტით მოტანას ან ფილიალიდან შეეკვეთა. ამ რეალობაში, განსაკუთრებით აქტუალური და საჭირო გახდა ციფრული ბარათის არსებობა, რისი გააქტიურებასაც მომხმარებელს მომენტალურად შეუძლია და ასევე, ისეთი შემთხვევებისასაც შეძლებს შეკვეთას ავტომატურად, თუ მის ბარათს ვადა გაუვიდა, დაკარგა ან ბანკომატმა „ჩაუყლაპა“. უცხოეთში ციფრული ბარათი მიღებული პრაქტიკაა, ბევრი ბანკი თუ ნეობანკი იყენებს მას, მაგალითად Bank of America, monzo… 

M: უფრო კონკრეტულად, რა სარგებლის მიღება შეუძლია მომხმარებელს ციფრული ბარათის გამოყენებით? რა განასხვავებს მას სხვა გადახდის საშუალებებისგან? 

  • მომხმარებელს არ მოუწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება;
  • დროს ზოგავს – მომენტალურად იაქტიურებს ბარათს მობაილ ან ინტერნეტბანკიდან. არ უწვევს ფილიალში მისვლა ან შეკვეთის მოტანის ლოდინი;
  • თუ ფიზიკური ბარათი დაკარგა მომხმარებელმა, ბარათს ვადა გაუვიდა ან  ბანკომატმა „ჩაუყლაპა“, 1 წუთში შესაძბელელია გაააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა;
  • უცხოეთში ყოფნის დროს ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ ბარათის დაკავების შემთხვევაში,  მომენტალურად მობაილ ან ინტერნეტბანკიდან შესაძლებელია ციფრული ბარათის გააქტიურება სასურველ სადებეტო ანგარიშზე;
  • ბარათის დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეებში. 

M: რა ეტაპები, ან პროცედურები უნდა გაიაროს მომხმარებელმა ციფრული ბარათის შესაკვეთად?
ციფრული ბარათის შესაკვეთად მომხმარებელი უნდა შევიდეს მობაილ ან ინტერნეტბანკში, შეთავაზებების გვერდიდან აირჩიოს სადებეტო ბარათები და შეუკვეთოს ციფრული ბარათი. ამის შემდეგ დაადასტუროს ციფრული ბარათის შეკვეთა და დაამატოს ბარათი ციფრულ საფულეში. 

M: სად და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ციფრული ბარათი?
მას შემდეგ რაც მომხმარებელი დაამატებს ციფრულ ბარათს Apple Wallet-სა ან TBC Wallet-ში, მას შეუძლია გადაიხადოს თანხა POS ტერმინალებთან სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში და ასევე, გაანაღდოს თანხა თიბისის ბანკომატებიდან. ძალიან მალე დაემატება ელ.კომერციაში გადახდის შესაძლებლობაც. ასევე, Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთაც იმ ბანკომატებში, რომლებსაც Apple Pay -ს მხარდაჭერა აქვთ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბარათით სარგებლობა ამ ეტაპზე ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, უახლოეს მომავალში კი ის ხელმისაწვდომი იურიდიული პირებისთვისაც გახდება.

M:  თქვენი აზრით, რას შეცვლის ციფრული ბარათის გამოყენების პრაქტიკის არსებობა ქართულ ბაზარზე?
ციფრული ბარათის გამოყენების პრაქტიკის გაჩენა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ფიზიკური ბარათების ჩანაცვლებას , რაც შესაბამისად შეამცირებს გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებს. მომხმარებლების დიდი ნაწილი ისედაც ციფრული საფულეების დახმარებით იხდის და კიდევ უფრო დიდი ნაწილი გადავა უკონტაქტო გადახდაზე, რაც გადახდის უფრო მეტად უსაფრთხო და მარტივი გზაა.

[R]

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“, საქართველოში, ვირტუალური კარიერული ფორუმი ჩაატარა

კვლევა: მოლაპარაკებებში თბილ და მეგობრულ ტონს უკუშედეგი აქვს