14
Feb
2020

26-27 თებერვალს თბილისში ,,Digital Days Georgia” გაიმართება

14 Feb 2020

26-27 თებერვალს თბილისში, ტექნოპარკში, Ogieurope-ის ორგანიზებით, ორდღიანი ტრენინგი ,,Digital Days Georgia გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვება GOOGLE Digital-ის 2 წამყვანი ტრენერი Eric Renard და Pilar Barrio. ღონისძიების გენერალური სპონსორია ბილაინი, ღონისძიების მხარდამჭერი სასტუმრო Ibis Tbilisi Stadium.

 

დეტალებზე ტრენინგის  ერთ-ერთ ორგანიზატორი სულხან ლაცაბიძე საუბრობს

ტრეინინგის დროს, ძირითადად რა საკითხებზე იქნება საუბარი?

ამ ორი დღის განსახილველი თემებია: Brand Storytelling და მომხმარებლებზე ორიენტირებული სტრატეგია, რომლებიც აუმჯობესებენ Customer Journey-ის და თავისთავად, გაყიდვების ზრდას უწყობენ ხელს.  აქ საუბარია მეტად პრაქტიკულ უნარებსა და მექანიზმებზე, რომლებიც სტუმრებს სესიის დასრულების შემდეგვე შეუძლიათ გამოიყენენონ როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე სტრატეგიული დაგეგმარების პროცესშიც.

ვინ არიან ერიკი და პილარი და რას გვეტყოდით მათ შესახებ?

დაახლოებით ერთი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ დაგვეორგანიზებინა ეს სესიები თბილისში. ამის მიზეზი იყო როგორც ტრენერების საოცრად გადატვირთული გრაფიკი, ასევე ogieurope-ის მიერ ორგანიზებული სხვა ღონისძიებები.

ერკიკ რენადრი და პილარ ბარიო ორივე გახლავთ Google Digital-ის ორი წამყვანი ტრენერი. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ალბათ ყველაზე ქარიზმატული ადამიანები არიან ვისაც შევხვედრივარ.

ერიკი სპეციალიზირდება customer centric და digital first მარკეტინგის მიდგომებზე. იგი მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა Worner Brothers, Shell, Peugeot, HSBC.

რაც შეეხება პილარს, მისი მიმართულება Brand Storytelling-ია და ამ გზით მომხმარებელთან კავშირი. პილარი სტუმრებს აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა საკომუნიკაციო კონტენტი და რომელი არხი და მიდგომა შეესაბამება მათ ეფექტის მაქსიმიზაციისთვის.  რაც შეეხება პილარის პორტფოლიოს, ასე გამოიყურება: Play Station, BBC,  Sony, Microsoft ….

ვისთვის არის ეს ტრეინინგები განკუთვნილი და ვის შეუძლია დასწრება?

ტრენინგი გათვლიალია 20-25 სტუმარზე, სასურველია, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს დიჯითალის, ბრენდის მართვის, კომუნიკაციების მენეჯერის ან მარკეტინგის ხელმძღვანელის გამოცდილება. მათ შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ და ტრენერებთან ერთად განიხილონ ის მიმდინარე გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც უხდებათ სამსახურებში.

როდის იწყება ბილეთების გაყიდვა?

ბილეთების გაყიდვა დაწყებულიცაა და საკმაოდ ცოტა ადგილია დარჩენილი. როგორც ზემოთ აღვნიშნე მაქსიმუმ 20-25 სტუმერს ველოდებით თითოეულ დღეს.  ბილეთების შესაძენა შესაძლებელია ლინკზე: ogieurope.com.

ტრენინგის სტრუქტურა დალაგებულია იმგვარად, რომ შედგება ორი დამოუკიდებელი მოდულისგან და სტუმრებს შეუძლიათ მათვის სასურველი თემატიკის მიხედვით აირჩიონ შესაბამისი დღე.

რატომ უნდა დაესწრონ ამ ღონისძიებას?

ტრენინგის დროს საუბარი იქნება როგორც, ტექნიკურ მექანიზმებზე (დიჯითალ / არა დიჯითალზე) კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობის ტექნიკებზე და მეთოდოლოგიაზე, კონტენტ მარკეტინგის „კეთების“ (ეს ჩემი საყვარელი ნაწილია)  პრაქტიკულ მაგალითებზე, ბრენდის მენეჯმენტზე – ჩაშლილად კონტენტის ტიპებზე და მათ დადებით და უარყოფით ასპექტებზე. აქვე დავამატებ, რომ ტრენინგი მორგებულია ქართულ რეალობას და განხილული იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილება, არამედ არა ერთი ლოკალური და რეგიონალური ქეისი.

აქვე ავღნიშნავ, რომ თბილისში ამ სესიების ჩატარების ერთერთი მიზეზი იყო ტრენერების დიდი სურვილი ხელი შეეწყოთ დამწყები ბიზნესებისა და სტარტაპებისათვის. შესაბამისად ტრენერების და Ogieurope-ს ინიციატივით სტარტაპების თანამშრომლებისთვის მოქმედებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებები.

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა