in

Tetris თამაშის 15 რეტრო ვერსიას უშვებს

Tetris 40 წლის ხდება და ამ ამბის აღსანიშნავად Digital Eclipse-მა Tetris Forever შემოგვთავაზა — კოლექცია, რომელიც ისტორიიდან 15 კლასიკურ თამაშს აერთიანებს. მისი ჩაშვება წლის ბოლოსთვის იგეგმება, რა დროსაც გულშემატკივრებს Tetris-ის მდიდარ წარსულში მოგზაურობის საშუალებას მისცემენ. მეტიც, ბევრი მათგანის დებიუტი იაპონიის გარეთ პირველად შედგება. მათ შორისაა სრულიად ახალი Tetris Time Warp, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი თამაშის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს. 

ეს უკანასკნელი 4 ადამიანისთვისაა, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ, ტეტრისის ეპოქებს შორის იმოგზაურონ, გამოცადონ ვიზუალური სტილი და სხვა მახასიათებლები მისი ისტორიიდან. მეტიც, გულშემატკივრებს აქვთ შესაძლებლობა, Tetris Battle Gaiden-იც სცადონ მეგობრებთან ერთად, გამოიწვიონ ჯაჭვური რეაქციები Super Bombliss-ში ან დაუბრუნდნენ Tetris-ის თავდაპირველ დღეებს 1984 წლის Electronika 60-ის კომპიუტერით…

ამასთან ერთად, კოლექცია 90-წუთიან დოკუმენტურ ფილმს მოიცავს Tetris-ის ავტორ ალექსეი პაჟიტნოვსა და Tetris Company-ის დამაარსებლის ჰენკ როჯერსის მეგობრობისა თუ თანამშრომლობის შესახებ. ფილმი თამაშის დიდების მიღმა არსებულ ამბებსაც ავლენს.

რაც შეეხება Tetris Forever-ის ხელმისაწვდომობას, მას მრავალ პლატფორმაზე შევხვდებით, იქნება ეს Nintendo Switch, PlayStation 4, PlayStation 5, Xbox One, Xbox Series X|S თუ PC.

 

„ბორჯომის“ ინოვაციური ვებგვერდი და ციფრული მუზეუმი

ოტო მოტორსი, FC TEAM-თან თანამშრომლობით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, AI ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს