საგანმანათლებლო ცენტრი „Education Technologies“ პანდემიის პერიოდში დაარსდა. კომპანიას სათავეში უდგანან 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე განათლების სფეროში მოღვაწე ენერგიული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები. ნინო ჩივაძე არის საქართველოში პირველი კერძო სკოლის „ჯეჯილის“ დირექტორი, ქეთევან მაღლაკელიძე საერთაშორისო განათლების ექსპერტია.
დღეიდან, „Education Technologies“ საშუალებას აძლევს I-XII კლასის ყველა მოსწავლეს, ქართულ სკოლაში სწავლის პარალელურად, ისწავლოს საერთაშორისო „ონლაინ“ სკოლაში და XII კლასის წარმატებით დასრულების შემდეგ, აიღოს აკრედიტებული ამერიკული უმაღლესი სკოლის (AHS) დიპლომი.
„ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომი, რომელსაც მიიღებთ ჩვენი სკოლის დასრულების შემდეგ, საშუალებას მოგცემთ თავისუფლად გააგრძელოთ სწავლა მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში“, – ამბობს ქეთევან მაღლაკელიძე, International Schooling-ის წარმომადგენელი საქართველოში.
სინგაპურის „ონლაინ“ სკოლა Cognia-ს (საგანმანათლებლო პროფესიონალების ყველაზე დიდ გაერთიანება მსოფლიოში) მიერ აკრედიტებული საუკეთესო ციფრული სასწავლებელია, რომელიც დაკომპლექტებულია წამყვანი პედაგოგებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „ონლაინ“ პლატფორმის საშუალებით, დისტანციურ სკოლაში ირიცხება ათასობით მოსწავლე მსოფლიოს 45+ ქვეყნიდან.
„გვეამაყება, რომ ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრი სინგაპურის „ონლაინ“ სკოლის – „International Schooling“-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში“, – ამბობს ნინო ჩივაძე, IS-ს წარმომადგენელი საქართველოში.
რატომ სინგაპურის „ონლაინ“ სკოლა?
ნინო ჩივაძე: სინგაპური ცნობილია მსოფლიოში წამყვანი სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემით. 2015 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტესტირების შედეგების მიხედვით, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ პერიოდულად ტარდება, ყველაზე მაღალი შეფასება სინგაპურელმა ბავშვებმა მიიღეს, შესაბამისად, სინგაპურის განათლების სისტემა მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა. ქვეყნის ბიუჯეტის 20% სწორედ განათლების სექტორს ხმარდება. ამასთან, ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფმა InterNations-მა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით Digital Life Abroad („ციფრული ცხოვრება საზღვარგარეთ“), რომელშიც სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. – ამბობს ნინო ჩივაძე.
რას სთავაზობს საერთაშორისო „ონლაინ“ სკოლა ქართველ მოსწავლეებს?
„ონლაინ“ სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს შემდეგ მიმართულებებს:
სრული კურსის პროგრამა – მოიცავს პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით სკოლის პროგრამის გავლას. ამერიკული უმაღლესი სკოლის დიპლომის (რომელიც აღიარებულია აშშ-ს განათლების დეპარტამენტის მიერ (U.S. Department of Education)) მისაღებად, IX-XII კლასის განმავლობაში, მოსწავლემ უნდა დააგროვოს, ჯამში, 24 კრედიტი. ერთ აკადემიურ წელში შესაძლებელია, 6 კრედიტის დაგროვება, თუმცა, აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, დაჩქარებული წესით გაიაროს 2-წლიანი „ონლაინ“ სწავლება და ერთ აკადემიურ წელში აიღოს 12 კრედიტი.
პროფესიული კურსები – უფროსი კლასის მოსწავლეებს (High School) შეუძლიათ, აარჩიონ და ისწავლონ მათთვის სასურველი საგნები ინტერესის და მომავალი პროფესიული მიზნების გათვალისწინებით. ასევე, ისინი ისარგებლებენ უფასო College Counselling-ით და კიდევ სხვა მრავალი მომსახურებით; დეტალებისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.
ფლექს პროგრამა – მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლე თავისუფალია არჩევანში, რამდენ საგანსაც უნდა, იმდენს აირჩევს. შეუძლია, აირჩიოს მხოლოდ ინგლისური ენის, ფსიქოლოგიის ან ციფრული ხელოვნების და სხვა მრავალი საგნის 1- ან ნახევარწლიანი კურსი და აიღოს შესაბამისი რაოდენობის კრედიტი. რაც ასევე ხელსაყრელია, გრაფიკი არის მოქნილი და მოსწავლე თავად ადგენს მას.
ცნობილია, რომ საზღვარგარეთ განათლების მიღება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, დღეს კი, ეს უკვე შესაძლებელია ქვეყნიდან გაუსვლელად.
„ონლაინ“ სკოლა პრიორიტეტულია იმათთვის, ვისაც
- სჭირდება ამერიკის აკრედიტებული უმაღლესი სკოლის დიპლომი
- უნდა ონლაინ სკოლაში სწავლა, ქართულ სკოლაში სწავლის პარალელურად
- სჭირდება ორმაგი ატესტატი (ქართულ ატესტატთან ერთად, ამერიკული სკოლის დიპლომი)
- სჭირდება ინდივიდუალურ გრაფიკზე მორგებული სრულყოფილი სკოლა
როდიდან შეიძლება პროგრამაში ჩართვა?
პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. XI და XII კლასელების მისაღებად, მოსწავლეებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია IX და X კლასის აკადემიური მოსწრების შესახებ, რის საფუძველზეც მოხდება კრედიტების აღიარება.
რა უნდა ვიცოდეთ საერთაშორისო „ონლაინ“ სკოლის შესახებ?
აქ მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი:
- ყველა გაკვეთილი LIVE რეჟიმში, ინდივიდუალურად ტარდება
- სწავლება ინგლისურ ენაზე, ამერიკული სისტემით მიმდინარეობს
- ეწყობა შეხვედრები მასწავლებელსა და მშობელს შორის, რათა ინფორმირებული იყოს მშობელი
- გამოყოფილია მოსწავლისთვის მშობლიურ ენაზე მოსაუბრე პერსონალური ტუტორი, რომელიც ყოველკვირეულად გაუწევს მონიტორინგს მის აკადემიურ მოსწრებას
- დაინტერესებულ მსურველთათვის, რეგისტრაციის საფუძველზე, ეწყობა დემო ტურები, სადაც კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი საერთაშორისო „ონლაინ“ სკოლის პროგრამების და სწავლების მეთოდის შესახებ
ფასები სრულად არის წარმოდგენილი ჩვენს გვერდზე.
Education Technologies-ის „ონლაინ“ სკოლაში რეგისტრაცია დაწყებულია და მსურველებს რეგისტრაციის გავლა „ონლაინ“ შეუძლიათ.
ტელ.: +995 551 00 82 29
ელფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: www.edutechgeorgia.com
FB: EduTech.ge
[პარტნიორის კონტენტი]