2
Oct
2019

“600-ზე მეტი სტუდენტი, 30-ზე მეტი სასწავლო კურსი” – ციფრული ინდუსტრიის აკადემია 1 წლის გახდა

2 Oct 2019

ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე, ციფრული ინდუსტრიის აკადემია, გასულ წელს გამოჩნდა. საერთაშორისო პრაქტიკის სასწავლო პროცესში გამოყენებამ და პროფესიონალი აკადემიური პერსონალის მოზიდვამ, ციფრული ინდუსტრიის აკადემიას, 30-ზე მეტი სასწავლო კურსისა და მასტერკლასის შექმნის საშუალება მისცა. აკადემიის საგანმათლებლო სტრუქტურა მოიცავს კურსებისა და მასტერკლასების ფართო სპექტრს ციფრულ სამყაროში. 28 სექტემბერს აკადემია ერთი წლის გახდა და ეს მნიშვნელოვანი თარიღი სპიკერებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად აღნიშნა. თუ რა ეტაპები გაიარა ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ შექმნიდან დღემდე და რა სამომავლო გეგმები აქვს, ამის შესახებ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის დამფუძნებელი ვალერი ზირაქაშვილი გვესაუბრა.

M: მოკლედ მიმოვიხილოთ, რა გზა გაიარა ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ დაარსებიდან დღემდე?

სასწავლო პლატფორმის შექმნის მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორს Noxtton-ის გუნდის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა წარმოადგენდა. პროექტებზე მუშაობისას ყველაზე დიდ სირთულეს შრომით ბაზარზე პროფესიონალი კადრის სიმცირე ქმნიდა. რის საფუძველზეც, გადავწყვიტეთ, პროფესიონალთა გამოცდილება ლოკალური აუდიტორიისთვის ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სახელით შეგვეთავაზებინა. სტრუქტურის ფორმირება მასტერკლასებისა და ვორქშოფების მოდელით დავიწყეთ. დღეს კი, სასწავლო პლატფორმა  დაინტერესებულ აუდიტორიას 30-ზე მეტ კურსსა და სხვადასხვა მასტერკლასს სთავაზობს.

M: როგორ შეაფასებდით ამ ერთ წელიწადში მიღებულ შედეგებს?

ერთი წლის განმავლობაში ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ შეძლო რეპუტაციის, ხარისხისა და პროფესიონალიზმის გარანტის შექმნა. შეძლო 600-ზე მეტი სტუდენტისთვის ახალი კარიერული  შესაძლებლობები შეეთავაზებინა და უამრავი ადამიანისთვის რეკომენდაცია გაეწია სპეციალისტისა თუ ინტერნის პოზიციებზე.

M: დაემთხვა ეს თქვენს მოლოდინებს?

ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი სასწავლო პლატფორმა ავტომატურად ასოცირდება ციფრულ ინდუსტრიებში აღიარებულ გურუებთან, გვარწმუნებს ჩვენი მიდგომების უნიკალურობაში.

მასტერკლასების ჩატარებით დაწყებული სასწავლო პროცესიდან მივიღეთ საგანმანთლებლო სტრუქტურა, რომელიც ბიზნესის, დიზაინის, პროგრამირებისა და მარკეტინგის მიმართულებებს აერთიანებს.

M: ახლა რა ეტაპზეა აკადემია? რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ერთი წლის განმავლობაში, შევძელით მიზნობრივი აუდიტორიის ეფექტური ანალიზი და მათი სტრატეგიული მოთხოვნების იდენტიფიკაცია. ამის საფუძველზე, გადავწყვიტეთ მიმართულებების მასშტაბები გაგვეზარდა და მუშაობა დაგვეწყო სასწავლო  მოდელის შექმნაზე, რომელიც დიზაინის, ბიზნესის, მარკეტინგისა და დეველოპმენტის სკოლებს გააერთიანებს.
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ასევე აქტიურად ჩართულია პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოებაში, რაც ჩვენი სტუდენტებისთვის  დასაქმების პერსპექტივის შექმნას გულისხმობს. ჩვენი გუნდის ექსპერტები კი ყოველთვის მზად არიან დაინტერესებულ პირებს ინდივიდუალური კონსულტაცია გაუწიონ სასურველი კარიერული მიზნების მისაღწევად.

[R]

განხილვა