in

ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული გრძელდება

„ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული“ გრძელდება! პროექტი, მიზნად ისახავს ხელოვან ქალთა მხარდაჭერას და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას მათივე შემოქმედების პოპულარიზაციის გზით!

წელს პროექტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა, რადგან არსებულ ექსპოზიციას დაემატა მხატვრული კერამიკა, ტექსტილი, საავტორო თოჯინები და ონლაინ არტ აუქციონი, რომელიც გაიმართება 14-20 ივნისს კვირეულის ფარგლებში.

პროექტის მიზანია, ხელოვანების მონაცემთა ბაზისა და საერთაშორისო პროფესიული ქსელის შექმნა, რომლის დახმარებით პროფესიონალი, მოყვარული და დამწყები/სტუდენტი მხატვარი ქალები შეძლებენ საერთაშორისო არტსივრცეში ინტეგრაციას, კოლეგებთან ონლაინ კომუნიკაციას, თავიანთი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის წარდგენას, რეალიზაციას და საკუთარი შემოქმედებითი კარიერის მართვას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდიც.

ვირტუალურ გამოფენაში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი მოქმედი ქართველი და უცხოელი ხელოვანი ქალი. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიეროთ მათი ნამუშევრები, გამოფენა გაგრძელდება ერთი კვირა. ასევე, კვირეულის ფარგლებში იმართება დახურული ონლაინ არტ-აუქციონი, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს და ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს და შეიძინოს პროფესიონალი პრემიუმ ავტორებისა და დამწყები თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრები.

პირველ რიგში, გვინდოდა, რეალიზაციის ახალი შესაძლებლობა შეგვექმნა არტისტებისთვის და ამასთან, შესაბამისი მომსახურების ხარისხი ხელოვნების მოყვარულთათვის, იგივე მყიდველებისთვის. დღეს ხომ დრო მეტად ძვირფასია განსაკუთრებით მათთვის, ვინც მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ონლაინ არტეფაქტების შეძენის მსურველთა, იგივე კოლექციონერთა ან ხელოვნების მოყვარულთა აუდიტორიის შექმნა. პროექტის კარი ყველასთვის ღიაა ასევე გალერეებისა და სხვადასხვა კავშირებისთვის, რადგან პროექტი არ არის კომერციულ მიზნებზე დაფუძნებული, მისი უმთავრესი მიზანია ავტორების სტატუსის წარმოჩენა და ხელოვანების პოპულარიზაცია.  ამ პროექტის უნიკალურობაა, რომ  ერთად არის გამოფენილი ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ავტორები. აუქციონზე 90  ხელოვანის ნამუშევარია წარმოდგენილი, ერთ სივრცეში! აუქციონში ბევრი თქვენგანისთვის უკვე კარგად ნაცნობი მხატვარი წარადგენს თავის ნამუშევარს და, ვფიქრობთ, რომ კარგი შესაძლებლობაა, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ თქვენთვის ან ძვირფასი ადამიანისთვის დასამახსოვრებელი საჩუქარი“, – ნათია მეფარიშვილი, მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში თავმჯდომარე, პროექტის ორგანიზატორი.

[პარტნიორის კონტენტი]

18 ივნისს, Exactpro-ს გუნდის ორგანიზებით, QA Meetup გაიმართება!

კაცობრიობა ცეცხლს ჯერ კიდევ მილიონი წლის წინ „იმორჩილებდა“ — კვლევა