in

2020 წლის ტოპ 10 ციფრული გამოფენა და ვირტუალური ტური

2020 წელს ჩვენს ირგვლივ რეალობა შეიცვალა. მართალია, ამ ყველაფერს ნეგატიური ფონი გასდევდა, მაგრამ პანდემიით გამოწვეულმა სიტუაციამ ბევრი რაღაცის სხვა პერპესქტივით დანახვის შესაძლებლობა მოგვცა.

ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ ციფრულ გამოფენებსა და ტურებს, რომლებმაც ხალხს საშუალება მისცა, დისტანციურად მაინც შეენარჩუნებინათ სახელოვნებო სივრცესთან კავშირი.

1) ლე კორბუზიეს La Tourette Spirit of Space-ის ობიექტივში

კინემატოგრაფთა კოლაბორაციამ – Spirit of Space ვირტუალურ სივრცეში განათავსა La Tourette-ს ვიდეო, რომელიც აქცენტს აკეთებს არქიტექტურაში ბუნებრივი სინათლის გამოყენების ესთეტიკაზე. შენობაში კომბინირებულია პურისტული ხაზები, ბრუტალისტური ზედაპირები და განსაკუთრებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებები.

2) Google Arts and Culture-ის ვირტუალური ტურები

Google Arts and Culture ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შექიმნა იმისათვის, რომ საზოგადოებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ენახა ყველაზე ცნობილ მუზეუმებში დაცული ხელოვნების ნიმუშები. ის ტენდენცია, რომელიც ბოლო ერთმა წელმა აუცილებლობად აქცია, კომპანიას უკვე დიდი ხნის დანერგილი ჰქონდა და 500-ზე მეტ სამხატვრო ინსტიტთანაც თანამშრომლობდა.

3) “ეგვიპტე სახლიდან. დარჩით სახლში”

კამპანია სახელწოდებით „ეგვიპტე სახლიდან. დარჩით სახლში“. ეგვიპტის მთავრობამ დაიწყო ვირტუალური ტურების სერია ქვეყნის ყველაზე ცნობილ მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ადგილებში, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს სახლიდან განიცადონ თავიანთი უძველესი მემკვიდრეობა. ეს შესანიშნავი 3D ვირტუალური ტურია, რომელშიც წარმოდგენილია ფარაონ რამზეს VI-ის სარკოფაგი. აქ შეხვდებით მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახულ კედლის რელიეფებსა და დეკორაციებს.

4) Art Basel-ის ონლაინ ოთახები

Art Basel-მა წამოიწყო ახალი ციფრული ინიციატივა, რომელიც გულისხმობს კოლექციების ვირტუალურად წარმოდგენას. Art Basel-ის ოთახში კოლექციონერებსა და მეცენატებს ათასობით ნამუშევრის დათვალიერება შეძლეს. ასევე მოეწყო ონლაინ ოთახები, სადაც რამდენიმე დღით VIP ბარათის მფლობელებისთვის ხელმისწავდომი იყო ყველა ეს კოლექცია.

5) ლუიზა ბურჟუას ნახატები 1947-2007

HAUSER & WIRTH-მა ვირტუალურ გამოფენაზე წარადგინა ლუიზა ბურჟუას ნამუშევრები, რომელთაც ხელოვანი წლების განმავლობაში ყოველდღიურად ასრულებდა, რათა უკვდავეყო საკუთარი ემოციები და გრძნობები.

6) პინგვინებს ნელსონ ატკინსის მუზეუმმა უმასპინძლა

მაშინ, როცა ჩვენ ყველანი სახლებში გამოვიკეტეთ და მხოლოდ ონლაინ გამოფენების ნახვის შესაძლებლობა გვაქვს, ნელსონ ატკინსის მუზეუმში პინგვინები გამოჩნდნენ. ჯულიან ზუგაზაგოიტიამ, ნელსონ ატკინსის ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხუმრობით ისიც კი აღნიშნა, რომ პინგვინები განსაკუთრებით კარავაჯოსა და მონეს ტილოებით მოიხიბლნენ.

7) “ვანკუვერის სახლის” ონლაინ ტური

Westbank-ისა და Bjarke Ingels Group-ის (BIG) თანამშრომლობით საზოგადოებას საშუალება მიეცა, ვირტუალურად შეესწავლა ახლახან დასრულებული „ვანკუვერის სახლი“. ნაგებობის ფორმა შთაგონებულია უბნის მახასიათებლების ინსპირაციით.

8) MASSIMO DE CARLO-ს ვირტუალური სივრცე

MASSIMO DE CARLO– მ წარადგინა “ვირტუალური სივრცე”: ახალი გასეირნებადი და მოქნილი იმერსიული გამოცდილება, რომლითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ სახლიდან – ამ ტიპის პირველი ხელოვნების სამყაროში. VSpace – უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით აშენებული შთამბეჭდავი საგამოფენო სივრცე, რომელიც ნებისმიერ მაყურებელს შეუძლია გალერეის ვებსაიტის ან Oculus სათვალის საშუალებით ნახოს. VSpace-ში თავმოყრილია არტისტის ჯონ აბამლდერისა და ამერიკელი პოსტ-კონცეპტუალური მხატვრის, რობ პრუტის ახალი ნამუშევრებით.

9) WHAT’S UP/TWENTY TWENTY: ხელოვნების ნიმუშების ციფრული გამოფენა, რომლებიც არქიტექტურასთან ერთად თანაარსებობს

LVH-მ წარადგინა პირველი ონლაინ გამოფენა, თუმცა ეს უკვე მეცხრე What’s Up შოუა და ის ეწინააღმდეგება ერთ კონკრეტულ საგამოფენო სივრცეს. სტუმრები და მყიდველები კი ერთად მიიწევდნენ უნიკალური ადგილებისკენ, სადაც შეეძლოთ დამწყები და უკვე დამკვიდრებული არტისტების ნამუშევრების ნახვა.

10) Burning Man-ის ფესტივალი Museum of No Spectators-ში

მას შემდეგ, რაც Burning Man ფესტივალის ჩატარება ონლაინ გადაწყდა, არქიტექტორ ჯონ მარქსსა და არტისტ აბსენტია ვერმუტს გაუჩნდათ კითხვა, თუ როგორ შეიცვლებოდა ფესტივალის სახე სამუზეუმო სივრცეში, რომელიც ჩვეულებრივ ნევადის შავი კლდის უდაბნოში ტარდება. რა როლს ითამაშებდა სივრცე ფესტივალის მონაწილეთა დამოკიდებულებაზე და რას გააკეთებდნენ ისინი?

BTU აბიტურიენტებითვის – ახალი ინიციატივა საჩუქრად საქართველოს ყველა აბიტურიენტს

ევერესტის სიმაღლე მოულოდნელად გაიზარდა