in

ციფრული მომავალი – გზამკვლევი ბრენდებისთვის

COVID-19-მა არა მარტო ჩვენი, ადამიანების ყოველდღიურობა, არამედ ბრენდების მარკეტინგული ხედვა და პრიორიტეტებიც შეცვალა. ტრადიციული და ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტები, თითქმის, გათანაბრდა, სამომავლოდ კი, დიდი ალბათობით, გადაუსწრებს. საქართველოშიც იგივე ტენდენციაა. 2021 წლის მონაცემებით, ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი 2.5 მილიონზე მეტია და ეს რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 10%-ით გაიზარდა. ინტერნეტ მომხმარებელთა 77% სოციალური ქსელების მომხმარებელია და მათი 96% „სმარტფონს“ იყენებს ამისთვის.

მსგავს ტენდენციებზე და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვება, ძალიან კარგი მინიშნებაა ბრენდებისთვის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრაში. მაგალითად, თუ მომხმარებელთა 96% სოციალურ ქსელში სმარტფონით შემოდის, ბრენდები უნდა დაფიქრდნენ მეტად მობაილ-მეგობრული კონტენტის შექმნაზე.

ამ მხრივ, საერთაშორისო ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ მობილურ აპლიკაციებთან მიმართებაში, „ტიკ-ტოკის“ როლი სულ უფრო იზრდება, საქართველოში კი ეს მიმართულება ჯერ კიდევ აუთვისებელია. პირველი სააგენტო, რომელთანაც „ტიკ-ტოკი“ თავის კომერციულ კამპანიებს დაგეგმავს „პაბლისის ჯგუფია“.

„Publicis Group-ის კლიენტებს შეეძლებათ ჩაერთონ „ტიკ-ტოკის“ პირველ კომერციულ კამპანიებში. ჩვენი სააგენტო კი როგორც პარტნიორი, მიიღებს ტექნიკური ჯგუფის დახმარებას და რეკომენდაციებს კომერციული გუნდისგან. მართალია, საქართველოში „ტიკ-ტოკი“ ადგილს ახლა იმკვიდრებს, თუმცა მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორად დავინახოთ პერსპექტივა და განთავსების პოტენციალი“. 

მოგვიყევით თქვენი პარტნიორების შესახებ და რა უპირატესობა აქვს ამ პლატფორმებთან თანამშრომლობას? 

თამარ ანდღულაძე (სააგენტოს ციფრული გუნდის ხელმძღვანელი): ციფრულ მარკეტინგში მრავალწლიანი გამოცდილება გვეხმარება მომხმარებელს შევთავაზოთ როგორც ბრენდის ცნობადობაზე მიმართული კამპანიები, ასევე გაყიდვებსა და სხვა კონკრეტულ ქმედებაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ციფრული მარკეტინგის სიკეთეები ყველასათვის ხელმისაწვდომია. თუმცა როცა „ფეისბუქის“, „გუგლის“, „ტიკ-ტოკის“ ან სხვა მსგავსი პლატფორმების პარტნიორი ხარ, ბუნებრივია მეტ ინფორმაციასთან გაქვს წვდომა. პარტნიორობის ფარგლებში, თითოეული პლატფორმიდან გვყავს წარმომადგენელი, რომელიც ნებისმიერი კამპანიის შედეგების ანალიზს გვაწვდის. პრობლემის შემთხვევაშიც, რეაგირება ბევრად უფრო სწრაფად და ოპერატიულად შეგვიძლია, შესაბამისად თამამი ნაბიჯების გადადგმაც მარტივია.

Saatchi & Saatchi „ფეისბუქის“, „გუგლის“, „იანდექსისა“ და „მაითარგეთის“ პარტნიორია. ეს პარტნიორობა კი ისეთ ინფორმაციებთან წვდომას გულისხმობს, როგორიცაა კატეგორიის მიმოხილვა, კონკურენტებთან მიმართებაში შენი პოზიციონირების განსაზღვრა. მაგალითად, ერთ-ერთი აუდიტორია, რომელზე წვდომაც გვეხმარება კამპანიების დაგეგმვაში – უცხოელი ტურისტების აქტივობაა. ჩვენ შეგვიძლია კამპანიის დაგეგმვა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ რა ლოკაციებზე სურთ ტურისტებს სტუმრობა და რა ლოკაციებს ეძებენ. ბუნებრივია, მსგავს ინფორმაციასთან წვდომა დიდი უპირატესობა როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი ბრენდებისთვის.

როგორია ციფრული მარკეტერის როლი ამ პროცესში?

ციფრული მარკეტინგი მხოლოდ „გუგლის“ საძიებო სისტემაში რეკლამა და „დაბუსტვა“ არ არის. მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხედვა და დიდი სურათის დანახვა. პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ კლიენტის სურვილი და მიზანი, მნიშვნელოვანია ამ ორის თანხვედრა. თუ რამდენიმე მიზანი გვაქვს, პრიორიტეტული მიზანი უნდა გამოვყოთ და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავწეროთ სტრატეგია. აუცილებელია, ბრენდის ტექნიკური შესაძლებლობების განსაზღვრაც (ვებგვერდის, მობაილ აპლიკაციის თუ სხვა ხელსაწყოების ინტეგრაციის შესაძლებლობა).

გამოცდილ ციფრულ მარკეტერს ამ პროცესში საკვანძო როლი აქვს. სტრატეგიის შემუშავება და კამპანიის გაშვება მხოლოდ დასაწყისია. მთავარი ნაწილი კამპანიის მსვლელობის პროცესში შედეგებზე მუდმივი თვალყურის დევნება და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანაა.

როგორ ხედავთ ციფრული მარკეტინგის განვითარებას საქართველოში?

ბრენდების ბიუჯეტების ინვესტიცია იზრდება, ვფიქრობთ, ძალიან მალე, ტრადიციული მარკეტინგის ბიუჯეტი ციფრულს გადაუსწრებს. მცირე და საშუალო ბიზნესები სრულად დიჯიტალში იქნებიან, რადგან რეალურად უფრო სწრაფი და ეფექტური შედეგების მიღება შეიძლება დიჯიტალით. ციფრული სამყაროს როლი და სივრცეები იზრდება, სწორი მიმართულების საპოვნელად კი სანდო გზამკვლევი გვჭირდება. „სააჩი & სააჩის“ უპირატესობა საერთაშორისო გამოცდილება, ციფრულ პლატფორმებთან თანამშრომლობა, სტრატეგიული ხედვა და კვალიფიციური კადრებია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

 

კვლევა – რა კავშირია ფსიქოლოგიურ ტრავმასა და “ტეტრისს” შორის?

ფუტურისტული Lantern Dining – Covid-19-ის გავრცელების პრევენციის გზა