თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის მიმოცვლის წამყვანი საშუალება ინტერნეტია, ციფრული სამყაროს სრულყოფილად ცოდნა უამრავი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. ციფრული სფეროს განვითარებამ განაპირობა არაერთი ახალი პროფესიის წარმოშობა. შესაბამისად, მუდმივად იზრდება მოთხოვნა ამ მიმართულებებით დახელოვნებულ სპეციალისტებზე. ამას კი, განათლების გარდაუვალი საჭიროებისკენ მივყავართ. 2018 წელს, პროფესიონალთა გუნდმა ამ მიმართულებით საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა დაიწყო. საწყის ეტაპზე, მათი მიზანი იყო ციფრული ინდუსტრიის მიმართულებით სამიზნე აუდიტორიის ინტერესების განსაზღვრა, ამიტომ სასწავლო პროცესი მასტერკლასების ჩატარებით დაიწყეს. მიღებულს გამოხმაურებას ვორკშოპების ფორმირება მოყვა. შემდეგ კი, გრძელვადიანი კურსებიც დაიგეგმა. დღეს, სასწავლო ცენტრი, რომელსაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სახელით ვიცნობთ, აერთიანებს სფეროს ისეთ პროფესიონალებს, როგორებიც არიან: გიორგი პოპიაშვილი, მარი ნაკანი-მამასახლისი, გიორგი ავალიანი, თეონა ბაღდავაძე, ეკა ყიფიანი და სხვები.
“მსოფლიოში, ბიზნესისა თუ სახელმწიფო სექტორის სამუშაო გარემო საჭიროებს ციფრულ ტექნოლოგიებთან ადაპტირებას. ამ კუთხით, საქართველოს შრომით ბაზარზე მთავარ პრობლემას ისეთი კადრის დეფიციტი წარმოადგენს, რომელიც კომპანიებს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში დაეხმარება. ჩვენი გუნდი, დიდი ხანია, ციფრული სფეროს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ჩვენთვის სულ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენდა ლოკალურ ბაზარზე კადრის მოძიება, სწორედ ამის საფუძველზე გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა სასწავლო პლატფორმა, რომელიც საქართველოში ციფრული სფეროთი დაინტერესებულ პირს კვალიფიციურ ცოდნას მისცემდა,” – ამბობს ელენე ბერეკაშვილი, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.
M: რა ისწავლება ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
საქართველოში პირველად დავნერგეთ პრაქტიკა, რომელიც კურსებს პროფესიონალურ და საბაზო მიმართულებად ჰყოფს. სასწავლო პლატფორმა მოიცავს ტრენინგებსა და მასტერკლასებს ციფრული და ტექნოლოგების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სოციალური მედია, Art Direction, გრაფიკული დიზაინი, Google ads & analytics (SEO/SEM), ციფრული ბრენდინგი, ინტერიერის დიზაინი, UI/UX დიზაინი, Java, 3d დიზაინი, ვებ პროგრამირება (frontend), Copywriting, და ა.შ.
M: რა გამოარჩევს თქვენს სასწავლო მიდგომას?
ჩვენი ექსპერტების მიერ მეთოდოლოგიურად შექმნილი საგანმანათლებლო სტრუქტურა ითვალისწინებს ციფრულ ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, სმარტ ქეისებსა და სტრატეგიებს… ციფრული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ კომფორტულ გარემოში შეხვდნენ სფეროს პროფესიონალებს და მათი ხედვები საჭირო უნარების განვითარებაში გამოიყენონ..
თეორიული მასალის გაცნობის გარდა, ჩვენი მოწვეული სპიკერები სტუდენტებს ყოველდღური სამუშაო პროცესიდან უზიარებენ ციფრული სფეროს რეალურ ქეისებსა და ტენდენციებს. ვფიქრობ, სწორედ ეს მიდგომა გამოარჩევს ციფრული ინდუსტრიის აკადემიას სხვა სასწავლო დაწესებულებებისგან.
ჩვენი ტრენინგები და მასტერკლასები სტუდენტს ეხმარება პროფესიის საწყისი ეტაპიდან ათვისებაში, ხოლო ციფრულ სფეროში მომუშავე ადამიანებს – პროფესიული კომპეტენციის გაუმჯობესებაში.
კურსების ხანგრძლივობა 2-დან 3 თვემდე გვაქვს განსაზღვრული, რათა დაინტერესებულ პირს უმოკლეს ვადაში მივცეთ პროფესიული განვითარების საშუალება.
M: სამიზნე სეგმენტად ვის მოიაზრებთ?
ჩვენ მასტერკლასებსა და ვორქოფებზე დასწრება შეუძლიათ სტუნდეტებს, მოსწავლეებს, ფრილანსერებს, ექსპერტებს, – ყველას ვინც ციფრული და ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით ინტერესდება.
M: აკადემიის საგანმანათლებლო სტრატეგიაზეც გვიამბეთ…
ციფრული ინდუსტიის აკადემიის პრიორიტეტია, ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმის დახმარებით, სტუდენტს მისცეს როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე დასაქმების საშუალება.
სამომავლოდ, ვგეგმავთ ბევრი ახალი კურსისა და მასტერკალის დამატებას, ამგვარად, რეგიონურ ბაზარზე დავამკვიდრებთ ჩვენს ინოვაციურ მიდგომებს.
[R]