in

რა გავლენა იქონია პანდემიამ ტელეკომ ინდუსტრიაზე და რა მოთხოვნაა დღეს ციფრულ პროდუქტებზე  

მსოფლიო პანდემიამ დაჩქარებული გაციფრულებიდან დაწყებული, გამოწვევებითა და სირთულეებით დამთავრებული, ყველაფერი შეცვალა. გამონაკლისი არცერთი ინდუსტრია არ არის, ბუნებრივია – არც ტელეკომ ბაზარი. საინტერესოა, რა შეცვალა ახალმა რეალობამ „ბილაინისთვის“ – ბრენდისთვის, რომელიც აქამდეც მკვეთრად იყო ორიენტირებული გაციფრულებაზე. ამ თემაზე „ბილაინის“ ბიზნესოპერაციების დირექტორს ლაშა ტაბიძეს ვესაუბრეთ.

რა გავლენა იქონია პანდემიამ ტელეკომ ინდუსტრიის შემოსავლებზე და თქვენი აზრით, რამ შეიძლება დააბალანსოს დანაკლისი მოკლე ვადაში?

ლაშა ტაბიძე: პანდემიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზე, რაც თავისთავად მოიცავს ჩვენს სექტორსაც. ტელეკომის შემოსავლები, 2020 წლის დასაწყისიდან, ზრდის ტემპებით გამოირჩეოდა, თუმცა Covid 19-ის ზემოქმედებით, პირველ კვარტალში ეს ტემპები არა მხოლოდ შენელდა, არამედ, 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, კლებაც დაფიქსირდა.

ეს შედეგი რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობს: პირველ რიგში, ეს არის ქვეყნების დაკეტვა საერთაშორისო მიმოსვლისთვის, რამაც გამოიწვია ტურიზმიდან და როუმინგის სერვისებიდან მიღებული შემოსავალის ფაქტობრივად განულება. გარდა ამისა, ე.წ. ლოქდაუნს მოყვა როგორც ადგილობრივი გაყიდვებისა და აქტივობების, ისე მობილობის შემცირება.  ეს კი პირდაპირ აისახა მობილური ინტერნეტის მოხმარებაზე, კერძოდ მოხდა wifi-ზე კონცენტრირება.

თუმცა, უნდა აღვნიშნო, ეს მკვეთრი ზეგავლენა ბიზნესზე, ტელეკომისთვის არის მოკლე და საშუალოვადიანი. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან ტელეკომის ბიზნესი ნორმალიზაციას დაიწყებს.

Covid-19-მა ერთის მხრივ მკვეთრი საშუალოვადიანი ნეგატიური ეფექტი იქონია შემოსავალზე, თუმცა მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად გაზარდა ციფრული პროდუქტებისა და არხების მოხმარება. ტელეკომის როლი ციფრულ სამყაროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა და ამ მიმართულებით ბიზნესის ზრდას ველოდებით – როგორც შემოსავლების, ისე ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რიცხვის კუთხით.

თქვენი მომხმარებლისთვის ციფრული მომსახურება უცხო არ არის. პანდემიის შედეგად, ციფრული პროდუქტებისა და თვითმომსახურების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა?

ყველა ბიზნესი და, მთლიანობაში, ყველაფერი მსოფლიოში, ძალიან სწრაფი ტემპებით მიდიოდა გაციფრულებისკენ. პანდემიამ ეს ტემპები კიდევ უფრო დააჩქარა და რეალობა სწრაფად შეცვალა. ციფრული სერვისები ქმნის კომფორტს და გვაზოგინებს დროს. შესაბამისად, მათი მოხმარება უკვე ყოველდღიური რეალობაა. რა თქმა უნდა, ციფრული პროდუქტების მოხმარება და საზოგადოების ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ისეთ შეთავაზებებს, როგორებიცაა: ენის შესწავლის პლატფორმა Bussu, ბილაინის თამაშები და სხვა.

„ბილაინმა“ გაციფრულების პროცესი და ციფრული პროდუქტების განვითარება, სტრატეგიულად, წლების წინ დაიწყო და ასეც გავაგრძელებთ. თუმცა ვფიქრობ, ახალ რეალობაში, აბსოლუტურად ყველა ბიზნესი და ბრენდი განვითარდება ციფრული მიმართულებით.

მობილური აპლიკაციის – MyBeeline -ის მოხმარებაც გაზრდილია?

„ბილაინის“ აპლიკაცია არის „ბილაინის ოფისი შენს ტელეფონში“ და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის – აპლიკაციის შექმნისას ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, იმისათვის, რომ მისი გამოყენება ყოფილიყო ძალიან კომფორტული და მისი მეშვეობით მომხმარებელს დამოუკიდებლად შეძლებოდა კომპანიის აბსოლუტურად ყველა სერვისისა და პროდუქტის მიღება. ვფიქრობ, სწორედ ამ მიდგომამ მიგვიყვანა იმ დიდ წარმატებამდე, რომ 1 მილიონზე მეტი გადმოტვირთვა გვაქვს. MyBeeline  აპლიკაციის მომხმარებელთა ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია და ცხადია, პანდემიით გამოწვეული შეფერხებების ფონზე, ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

ჩატ-ბოტს რამდენად ინტენსიურად იყენებს თქვენი მომხმარებელი, ამ პერიოდში? „ბილაინი“ ხომ პირველი კომპანია იყო ქართულ ტელეკომ ბაზარზე, რომელმაც მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი შესთავაზა აბონენეტებს.

ჩვენ წლების წინ დავნერგეთ ვირტუალური ასისტენტი, რომელსაც რა თქმა უნდა არ ჰქონდა ისეთი ფუნქციური შესაძლებლობები, როგორიც ახლანდელ ჩატ-ბოტს – სუპერ ბი. თუმცა, ციფრულმა ასისტენტმა, მომხმარებლებში ინტერესი თავიდანვე გამოიწვია . „სუპერ ბი“  2019 წელს შემოუერთდა ჩვენს ციფრულ სამყაროს და მას შემდეგ ვითარდება. თავიდან, მხოლოდ ქართულ ენაზე და Facebook Messenger-ის მეშვეობით ესაუბრებოდა მომხმარებელს და აწვდიდა სხვადასხვა ინფორმაციას. თუმცა, განვითარების რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, უკვე საუბრობს და ასრულებს დავალებებს სამ ენაზე, ინტეგრირებულია ჩვენს ვებგვერდზე beeline.ge, შეუძლია როგორც კონსულტაციის გაწევა, ისე მომხმარებლისთვის მისი ბალანსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროდუქტების აქტივაცია/დეაქტივაცია და ბალანსის შევსება – პრინციპში, ყველა ტელესაკომუნიკაციო სერვისის მიწოდება.

ჩვენი ჩატ-ბოტის ფუნქციონალის განახლება მუდმივად მიმდინარეობს, რადგან ის სისტემური ასისტენტია, რომელიც თითოეული დიალოგისგან იძენს ახალ შესაძლებლობებს და ვითარდება, რომ უფრო კომფორტულად და სწრაფად მოემსახუროს მომხმარებელს.

„ბილაინის ცხელ ხაზზე დარეკვისასაც გხვდება სიახლე – ხმოვანი ასისტენტი, რომელიც კონკრეტულ მომხმარებელზე მორგებულ შეთავაზებას იძლევა. რამდენად მნიშვნელოვანია ამ არხით პროდუქტების გაყიდვა?

ჩვენს ბიზნეს სტრატეგიაში მომხმარებელი ცენტრალური ფიგურაა და ყველა                            გადაწყვეტილების მიღების, ახალი პროდუქტის გაშვებისა თუ მომსახურების გაუმჯობესების პროცესში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ.

მოგეხსენებათ, რომ ტელეკომში აბონენტთა მომართვიანობის დიდი წილი სატელეფონო ცენტრზე მოდის. სწორედ ამიტომ ჩვენ ვფოკუსირდით არა მხოლოდ ციფრულ არხებზე, არამედ სატელეფონო ცენტრზეც – მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენთან დაკავშირებისთვის ამ საკომუნიკაციო არხს ირჩევენ, ისევე უმარტივესად უნდა შეეძლოთ მომსახურების მიღება, როგორც „ბილაინის“ აპლიკაციაში, თუ სხვა ციფრულ არხებშია შესაძლებელი.

განახლებული ხმოვანი ასისტენტი (ე.წ. SMART IVR) აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიაქტიუროს ან გამორთოს ნებისმიერი მომსახურება, მიიღოს ინტერნეტ პარამეტრები, გადავიდეს „ონლაინ“ ჩატში და რაც მთავარია, თითოეულმა მათგანმა მიიღოს პერსონალურად მასზე მორგებული, მოხმარების პარამეტრების შესაბამისი შეთავაზება. სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ ინფორმაციისა და აქტივაციის კოდების მიღების კიდევ უფრო გამარტივებისთვის, შევქმენით სპეციალური ხაზი – 0777.

მობილურ ინტერნეტზეც რომ ვისაუბროთ. ეს ხომ „ბილაინის“ მთავარი მიმართულებაა – ყოველთვის აქტიურად აახლებთ და ამრავალფეროვნებთ ინტერნეტ პაკეტებს. რამდენად მნიშვნელოვანია სიახლეების შეთავაზება ამ მიმართულებით? 

ჩვენი ბიზნესსაქმიანობისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რა მოსწონთ აბონენტებს, რას იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა არის მათთვის ფასეული. შემდგომ კი, სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე შევქმნათ და შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც აგრძნობინებს, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რა სურთ მათ. „ბილაინში“ მუდმივად ვაახლებთ და ვაუმჯობესებთ პროდუქტიულ შეთავაზებებს, რათა თითოეული მათგანი მაქსიმალურად იყოს მორგებული აბონენტის საჭიროებებზე. ახალი პაკეტი „ინტერნეტ მაქსი“ სწორედ მომხმარებლების მეტ კომფორტს უზრუნველყოფს. ეს არის სრულიად ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მოიცავს დღის განმავლობაში უამრავ მეგაბაიტს, ხოლო ღამით (00.00-დან 08:00-მდე) ულიმიტო ინტერნეტს. ამ სიახლის გარდა, როგორც აქამდე, მომხმარებლებს მუდმივად ვახალისებთ პარასკევის მრავალფეროვანი აქციებით – Crazy Friday.

[პარტნიორის კონტენტი]

Apple-ის რეკლამაში, მომავალი მომავალს აღარ ჰგავს

ნიშნები იმისა, რომ დროა შვებულება აიღოთ