16
Apr
2019

ციფრული კამპანიის ჟიური Young Lions Georgia 2019-ზე

16 Apr 2019

ცნობილი გახდა, ვინ შეაფასებს ციფრული კამპანიის კატეგორიას კანის ახალგაზრდულ კონკურსზე Young Lions Georgia 2019. ციფრული კამპანიის (Digital) კატეგორიაში, წელს, 30 გუნდი მონაწილეობს. გუნდებმა დავალება, 12 აპრილს, კონკურსის გახსნით ღონისძიებაზე მიიღეს. ბრიფის მიხედვით, მათ ჰქონდათ 24 საათი ისეთი პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც სპორტის გულშემატკივარ ადამიანებს მოანდომებდა თავადაც დაკავებულიყვნენ აქტიური სპორტით ყოველდღიურ ცხოვრებაში. Digital კატეგორიას შეაფასებენ სფეროს სპეციალისტები ქართული და საერთაშორისო კომპანიებიდან.

კარლოს იგლესიასი – თანადამფუძნებელი და დირექტორი, Runroom, ბარსელონა, ესპანეთი

ფრიკ გილი – ციფრული სტრატეგი, Nerd Communications, გერმანია

სტეფანი უეილი – კოსმოსური პატრული და თანადამფუძნებელი, UFOMAMMOOT, გერმანია

გიორგი მამალაძე – კორპორაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი, Siemens

დავით ბირმანი – უფროსი დირექტორი, Nikoil Bank, აზერბაიჯანი

თამარ ბადაშვილი – ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, adjarabet.com

ნოდარ როკო დავითური – დირექტორი, ომედია • Omedia

ქეთო ბარაბაძე – ბრენდის ხელმძღვანელი, adjarabet.com

ეთო მერებაშვილი – მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ZOOMMER

გივი მუჯირი – დამფუძნებელი და დირექტორი, Marmelads

ნატალია ტაჩინსკაია – არტ დირექტორი და კრეატივის ხელმძღვანელი, ISD Group, უკრაინა

ერსან კარატასი – კრეატივის დირექტორი, Endorphin, აზერბაიჯანი

კანის ახალგაზრდული კონკურსი კანის საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის Cannes Lions ნაწილია. საქართველოში Young Lions ხუთი წელია ტარდება. მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო წელს, რეგისტრირებული გუნდების რეკორდული მაჩვენებელი (173 გუნდი) დაფიქსირდა. კონკურსი 12 აპრილს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ხუთი კატეგორიის: FILM, DIGITAL, PRINT, DESIGN, MARKETER გამარჯვებული გუნდები, საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით, მსოფლიო პირველობისთვის იასპარეზებენ. საქართველოს ისტორიაში პირველი ოქრო, ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში, ნინო უნგიაძისა და ანა მარკოზაშვილის გუნდმა 2016 წელს მოიპოვა. ქართული სააგენტოების ანგარიშზეა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს ლომიც. კანის კრეატიული ფესტივალი სარეკლამო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ფესტივალს 65 წლიანი ისტორია აქვს. მას, ყოველწლიურად, შემოქმედებითი ინდუსტრიის ათასობით წარმომადგენელი უერთდება. ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო, გასართობ და საკონკურსო ნაწილს. კანის ლომებზე გამარჯვება ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება სარეკლამო ინდუსტრიაში.

განხილვა