4
Nov
2019

ციფრული ტრანსფორმაცია ტექნოლოგიურ ცვლილებებს არ ნიშნავს

4 Nov 2019

დირექტორების, აღმასრულებელი დირექტორებისა და სენიორ აღმასრულებლების გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ 2019 წელს, კომპანიების მთავარი გამოწვევა ციფრულ ტრანსფორმაციას უკავშირდება. გასულ წელს, ციფრულ ტრანსფორმაციაში $1.3 ტრილონი დაიხარჯა, აქედან $900 მილიარდი სულ ტყუილად.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა განაპირობებს, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, ზოგიერთი კომპანიის მარცხს, ანდაც წარმატებას – ცალსახად, სწორი პასუხია ტექნოლოგიების სწორად გამოყენება.

გაგიზიარებთ 4 გაკვეთილს, როგორ შეიძლება, წარმატებული ციფრული ტრანსფორმაცია შეძლოთ:

გაკვეთილი 1: ბიზნესის სტრატეგია განსაზღვრეთ, სანამ მასში რაიმე ინვესტიციას ჩადებ: Li & Fung-ის ტოპმენეჯმენტში, ბაზრის მომსახურების სამწლიანი სტრატეგია შეიმუშავეს და გეგმის მიხედვით მობილური აპლიკაციები ისევე მნიშვნელოვნად განსაზღვრეს, როგორც საცალო გაყიდვების მაღაზიები. მათ ფოკუსი სისწრაფეზე, ინოვაციურობასა და დიჯიტალიზაციაზე გააკეთეს და კრეატიული გადაწყვეტა ვირტუალური დიზაინის ტექნოლოგიაში მოძებნეს. რომლის მიხედვითაც, პროდუქტის დიზაინების შექმნის ძველ მეთოდთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებ დროს ხარჯავდნენ.

გაკვეთილი 2: რისი გადაჭრა გვსურს: ორგანიზაციებს, რომლებიც ტრანსფორმაციისთვის მზაობას აცხადებენ, ხშირად, კონსულტანტები მოჰყავთ, რომლებიც ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის სტანდარტულ გზას ირჩევენ ხოლმე და „საუკეთესო გამოცდილების“ სახელით ფუთავენ. არადა, პასუხები თავად ორგანიზაციის შიგნით უნდა ვეძებოთ. მომსახურე პერსონალში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა მუშაობს და რა – არა, მათს ყოველდღიურ საქმიანობაში.

ხშირად, ახალი ტექნოლოგიები ვერ უმკლავდებიან ორგანიზაციულ გამოწვევებს არა ტექნოლოგიის ფუნდამენტური ხარვეზების გამო, არამედ იმიტომ, რომ იმ პრობლემაზე არაა მორგებული, რომლის გადაჭრაც გვინდა.

გაკვეთილი 3: მომხმარებლის გამოცდილება გარედან შიგნით შექმენი. თუ ციფრული ტრანსფორმაციის მიზანი მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესებაა, მთელი ძალისხმევა, პირველ რიგში, დიაგნოსტირებაზე უნდა მოვმართოთ.

ერთ-ერთ კომპანიაში, თითოეულ მომხმარებელს სთხოვეს, ბრენდის ძლიერი და სუსტი მხარეები გამოევლინათ. გარდა ამისა, ფოკუსური ჯგუფებიც ჩაატარეს და სხვა დაინტერესებული მხარეებიც ჩართეს კვლევის პროცესში – აგენტები, დეველოპერები, მშენებლები, სოფლის მეურნეობიდან წარმომადგენლები და მნიშვნელოვანი ადგილობრივ ინსტიტუტები, როგორიცაა სტენფორდის უნივერსიტეტი, რათა დაედგინათ მათი საჭიროებები, პრიორიტეტები განესაზღვრათ და დეპარტამენტის საქმიანობა ისე შეეფასებინათ. დეპარტამენტის საქმიანობა.

ერთადერთი გზა იმის გასაგებად, თუ რა უნდა შეიცვალოს და როგორ მომხმარებელთან სიღრმისეული კომუნიკაციაა.

გაკვეთილი 4: იცნობდე თნამშრომლების შიშს: თუ თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ციფრული ტრანსფორმაცია მათს სამუშაო ადგილს ხელს შეუშლის, შესაძლოა, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად გახდნენ ცვლილებების წინააღმდეგნი. ლიდერებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს შიშები აღიარონ და ხაზგასმით აღინიშნონ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი თანამშრომლებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იქნება.

მთავარია, ორგანიზაციაში განისაზღვროს კულტურა, რომ ის მომავალზეა ორიენტირებული. მომავალი კი, ციფრული ტრანსფორმაციის გარეშე გარდაუვალია.

წყარო: HBR



განხილვა