30
May
2017

დიჯიტალ ტვ-მ აბონენტებს პირველი აქცია შესთავაზა

30 May 2017

ახალი საკაბელო ოპერატორი დიჯიტალ ტვ სარეალიზაციო ქსელს ეტაპობრივად აფართოებს. გაყიდვები 15 მაისს დაიწყო და მომხმარებლების ინტერესიც, თბილისსა და რეგიონებში, დღითიდღე იზრდება.

დიჯიტალ ტვ-მ უკვე შესთავაზა აბონენტებს პირველი აქცია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქციის მიზანი მიმღები მოწყობილობის შესაძენად, მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული, ალტერნატიული გზის შეთავაზებაა.

„30 ივნისის ჩათვლით, აქციაში ჩართვა 10 ლარი ღირს. დიჯიტალ ტვ-ის მიმღები მოწყობილობა მომხმარებელს დროებით სარგებლობაში გადაეცემა. აქციის ერთადერთი პირობაა ის, რომ ქსელში ჩართვის მომენტში, აბონენტი პირველი თვის მომსახურებას ააქტიურებს“, – განაცხადეს კომპანიაში.

მიმღების მუდმივ საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, აბონენტს, სააბონენტოს გადაუხდელობის შემთხვევაშიც კი, ქართული არხების მიღების შესაძლებლობა რჩება.

დიჯიტალ ტვ-ის მიმღების შეძენა თბილისსა და იმერეთშია შესაძლებელი. თბილისში, კომპანია მომხმარებელს მიტანის უფასო სერვისს სთავაზობს.

კომპანია რამდენიმე დღის წინ, საზოგადოების წინაშე, უკვე წარსდგა პროდუქტის პრეზენტაციით, რომელსაც დიჯიტალ ტვ-ის პარტნიორებთან ერთად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.digitaltv.ge 

[R]

განხილვა