ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი დიჯიტალ ტვ, კომპანია სტერეო პლუსის ახალი ბრენდია. ახალი ბრენდისთვის კი, ბაზარზე გამოჩენამდე, ყველაზე მნიშვნელოვანი იმიჯია – როგორი დიზაინით: ლოგოთი და ფერით წარდგება საზოგადოების წინაშე.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი გამყრელიძე ამბობს, რომ დიჯიტალ ტვ-ის დიზაინში წითელი ფერი გამოხატავს მიზანს, რაც ბაზარზე დომინანტობას უკავშირდება: „მაქსიმალურად ვეცადეთ, მომხმარებლისთვის, მასზე ორიენტირებული პროდუქტი შეგვეთავაზებინა და ლოგოც, სლოგანიც, ამ მთავარ გზავნილს გამოხატავს. ლოგო ენერგიულობას გამოხატავს, ციფრული ქარია და ჩვენი ახალი თაობის მიმღებიც ამას გულისხმობს: ციფრული მაუწყებლობის მიღება აბონენტს მთელ საქართველოში შეუძლია. სლოგანი, „შენთვის შექმნილი მაუწყებლობა“, გამოხატავს მთავარ შეტყობინებას – იმას, რომ პროდუქტი მომხმარებლისთვის შეიქმნა და მის ინტერესებზეა მორგებული.
რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებას: მაღალრეიტინგული სატელევიზიო არხები კვლევების საფუძველზე შევარჩიეთ. მთავარი უპირატესობა კი არის მარტივი ინსტალაცია, მომხმარებელს თავად შეუძლია რესივერის მონტაჟი; ასევე კომფორტი, პროდუქტის გამოყენებისას: მიმღები შეგიძლიათ წაიღოთ სოფელში, აგარაკზე, სადაც წახვალთ. მაუწყებლობის ჩასართავად არც ინტერნეტია საჭირო და არც სატელიტური თეფში.“
ბრენდის შექმნაზე, გიორგი გამყრელიძესთან ერთად, არტდირექტორმა და დიზაინერმა დავით ჭადაშვილმა იმუშავა.
[R]










